23:31 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
რუსთმა გაეროს უშიშროების საბჭოში ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული ამერიკული რეზოლუცია დაბლოკა
აშშ სრულფასოვან "კოსმოსურ სამხედრო ძალას" ქმნის

სიახლეები

რას წარმოადგენს ახალი ფლაგმანური სმარტფონი Galaxy Note 9?

 

გუშინ, 9 აგვისტოს, სამხრეთ კორეულმა კომპანია Samsung-მა ოფიციალურად წარადგინა ახალი ფლაგმანური სმარტფონი Galaxy Note 9. მოწყობილობის პრეზენტაცია ნიუ-იორკში გაიმართა.

 

შეიძლება ითქვას, რომ გარეგნულად ტელეფონი ძალიან მცირედ განსხვავდება თავისი წინამორბედი Galaxy Note 8-ისგან. შეცვლილია მხოლოდ თითის სკანერის ადგილმდებარეობა და ის წინა პანელის ნაცვლად უკანა პანელზე, კამერის ქვეშ არის განთავსებული.

 

Galaxy Note 9-ს 6,4 დუიმიანი SuperAMOLED ეკრანი აქვს, გაფართოებით 2960*1440 პიქსელი. სმარტფონის ამერიკული ვერსია აღჭურვილია პროცესორით Qualcomm Snapdragon 845, თუმცა სხვა ბაზრებზე საფირმო Exynos 9810 პროცესორიანი ვერსიები გაიყიდება.

 

ტელეფონის ოპერატიული მეხსიერება არის 6-8 გიგაბაიტი (ვერსიის შესაბამისად), ხოლო შიდა მეხსიერება - 128 ან 512 გიგაბაიტი. მეხსიერების microSD ბარათის დამატებით მისი მეხსიერების (512 გიგაბაიტიანი ვერსიის) 1 ტერაბაიტამდე გაზრდაა შესაძლებელი.  

 

Note 9-ს აქვს გაგრილების საკუთარი სისტემა, რომელიც არცერთ სხვა სმარტფონში არ მეორდება. მისი გამოყენება ძალიან მოსახერხებელია გარემოს მაღალი ტემპერატურის დროს. 

 

სმარტფონი ორმაგი 12 მეგაპიქსელიანი კამერითაა აღჭურვილი - ფართოკუთხოვანი მოდულითა და ტელეფოტო მოდულით. გარდა ამისა, Note 9-ში ფოტოების ხარისხის გაუმჯობესებაზე ხელოვნური ინტელექტი იზრუნებს, რომელიც სპეციალურად ამისთვის არის დაპროგრამებული. ფრონტალური კამერის გაფართოება 8 მეგაპიქსელია.

 

ძირეული ცვლილებები განიცადა სმარტფონის S Pen კალამმა. ის გახდა დამოუკიდებელი სმარტ-მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც დისტანციურად შეიძლება პრეზენტაციების მართვა, სმარტფონიდან ფოტოების გადაღება ან მუსიკის გამორთვა/დაპაუზება/ჩართვა.  

 

Note 9-ში ოპერაციული სისტემა Android 8.1 ვერსიაა ჩატვირთული. ტელეფონის ბატარეას აქვს სწრაფი და უკაბელო დამუხტვის რეჟიმი. დამუხტვის სიჩქარე კი 4000 მილიამპერ/საათამდეა გაზრდილი.

 

სმარტფონი შეიძლება დაუკავშირდეს Bluetooth მაუსსა და კლავიატურას და გამოყენებული იქნეს, როგორც პერსონალური კომპიუტერი. მას მონიტორთან ან პროექტორთან HDMI კაბელის საშალებითაც შეუძლია დაკავშირება.

 

Note 9 ბაზარზე დღეიდან ჩაეშვება და მისი ფასი 999 აშშ დოლარიდან 1249 აშშ დოლარამდე იმერყევებს (მონაცემების შესაბამისად).

 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.