21:32 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
შსს–მ 5,5 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკები გაანადგურა
საქართველოში რძის და ხორცის წარმოება მნიშვნელოვნად შემცირდა

სიახლეები

დავით ზალკალიანი: „დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ ის არ უნდა იყოს პოლიტიზირებული“

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობას გააჩნია მნიშვნელოვანი სამშვიდობო ინიციატივები, რომელიც ხელს შეუწყობს დიალოგს და საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრები ჩვენი თანამემაულეებისთვის იმ სიკეთეებზე ხელმისაწვდომობას, რაც საქართველომ მიიღო, მათ შორის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ამის შესახებ საქართველოს საგარო უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის წევრის სერგეი შამბას ინიციატივას ეხებოდა. 

 

მინისტრის განცხადებით დიალოგს და თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა არ უნდა მოხდეს ამ საკითხის პოლიტიზირება. „რა თქმა უნდა დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია,  მაგრამ ეს დიალოგი არ უნდა იყოს პოლიტიზირებული. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სამშვიდობო ინიციატივები და ჩვენი პასუხი ბარიერებსა და ხელოვნურ გამყოფ ხაზებზე არის თანამშრომლობა, მათ შორის საქართვლოს ევროპული ინტეგრაციის სიკეთეების გაზიარების კუთხით. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ითვალისწინებს სწორედ სამშვიდობო ინიციატივების გაზიარებას ოკუპირებული ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან, კერძოდ ვაჭრობის განვითარების,  განათლებაზე ხელმისაწვდომობის, ასევე თავისუფალი გადაადგილების და სხვა“-განაცხადა მინისტრმა. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა მსოფლიოში

29 ივნ 2020კვირის გრაფიკი

  კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ ათ მილიონს გადააჭარბა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცმებით 28 ივნისის ჩათვლით მსოფლიოში დაფიქსირებულია კორონავირუსის 10,111,259...

კორონავირუსი და მშპ-ს რეალური ზრდა

22 ივნ 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოშირეალური მშპ  პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.7%-ით შემცირდა. აღნიშნული კლება აღემატება ევროპის საშუალო კლებას (-2.2%). რეალური მშპ-ს...

კორონავირუსის ზეგავლენა საქართველოს ბიუჯეტზე

15 ივნ 2020კვირის გრაფიკი

      2020 წლის აპრილის თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები შემცირდა 13%-ით. საგადასახადო შემოსავლების კლება ნაწილობრივ...

პოპულარული

კორონავირუსი და მშპ-ს რეალური ზრდა

კორონავირუსი და მშპ-ს რეალური ზრდა

22 ივნისი, 2020კვირის გრაფიკი