01:26 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ქართული ღვინო და კულინარია - პრესტური უცხოელი ჟურნალისტებისთვის
3-28 სექტემბერს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 33 ლოკაციაზე მოემსახურება

სიახლეები

ფესტივალი BATUMI MUSICFEST დაიწყო

ფესტივალი BATUMI MUSICFEST დაიწყო

3 სექ 2018ხელოვნება

 

პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ბათუმში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი BATUMI MUSICFEST დაიწყო, რომელიც 12 სექტემბრამდე გაგრძელდება.

 

ფესტივალთან დაკავშირებით სასტუმრო ჰილტონში, ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და იუნესკოს მშვიდობის არტისტმა, ცნობილმა ქართველმა პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ BATUMI MUSICFEST-თან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს. 

 

BATUMI MUSICFEST იუნესკოს მაღალი პატრონაჟით ტარდება. ფესტივალის ფარგლებში ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ მოისმინონ ვინავსკის საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის ლაურეატს, ცნობილ მევიოლინეს ვერიკო ჭუმბურიძეს, რომელიც საქართველოში პირველად დაუკრავს.

 

ფესტივალზე წარმოდგენილები იქნებიან: ფრანგი პიანისტი, ახალი თაობის მსოფლიოს ვარსკვლავი ლიზ დე ლა სალი, ავსტრიელი პიანისტი ვიქტორია ხირშუბერი, ფორტეპიანოს ლეგენდა ბარი დუგლასი, მირონ მიხალიდისი, გურამ ოდიშარია და აფხაზეთის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი, ხვიჩა მაღლაკელიძის „ქართული გიტარა“, ქართველი მაესტრო დავით მუქერია და ბათუმის მუსიკალური ცენტრის ორკესტრი, ასევე, ნორჩი ქართველი ვირტუოზები ილია ლომთათიძე და ბარბარე თათარაძე, რევაზ ლაღიძის სახელობის გოგონათა გუნდი და იუნესკოს მშვიდობის არტისტი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, პიანისტი ელისო ბოლქვაძე. 
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ინოვაციური მეთოდოლოგიის ავტორის, მაესტრო მიშელ სონის მასტერკლასები.

 

ფესტივალის საღამოები ტარდება ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის დიდ საკონცერტო დარბაზში, ჩოხატაურის საკონცერტო დარბაზში.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რატომ გვჭირდება ბანკები?

18 მარ 2019კვირის გრაფიკი

      ბანკები უმნიშვნელოვანეს დადებით როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ბანკებში შესაძლებელია დანაზოგის უსაფრთხოდ შენახვა და, ამავე დროს, სარგებლის მიღება, უსაფრთხოდ და...

ავტოკატასტროფებში დაღუპულთა ზრდით საქართველო მსოფლიოში პირველია

11 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველო საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდით (2006-2016 წლებში) მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოში საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობამ 2006-2016...

სად გადის საქართველოდან საექსპორტო საქონელი?

4 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან  3.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 1995 წლის ექსპორტის მონაცემებს 22-ჯერ აღემატება. სამი...