17:23 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ტესტი: შეამოწმე, რამდენად კარგი მეხსიერება გაქვს?
მამუკა ბახტაძე: ფოკუსირებული ვართ, რათა საქართველოში შევქმნათ კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალი

სიახლეები

ბრიტანეთის მიერ შეთავაზებული ბრექსიტის მოდელი ევროკავშირს მიუღებლად მიაჩნია

 

ევროკავშირის წარმომადგენელმა ბრექსიტის საკითხებში, მიშელ ბარნიემ მიუღებელი უწოდა ბრიტანეთის მთავრობის გეგმას ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით.

 

ამ საკითხებზე ბარნიემ მას შემდეგ ისაუბრა, რაც ბრიტანეთის პარლამენტის წევრებს შეხვდა. „შემოთავაზებები, რომლებიც მათ აქვთ, ევროკავშირის ინტერესებში არ შედის და ჩვენთვის მიუღებელია“, - თქვა მაღალჩინოსანმა. 

 

ევროკავშირში არ მოსწონთ ახალი საბაჟო მოდელი და თავისუფალი ზონის იდეა, რომელიც ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობას ახალი წესების საფუძველზე დაარეგულირებს.

 

მიუხედავად ამისა, ბარნიე ამბობს, რომ დოკუმენტის განხილვაზე ისინი უარს არ ამბობენ და  პროცესი ჯერ კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

 

როგორც ჩანს, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი Brexit-ის პირობებზე ოქტომბრამდე ვერ შეთანხმდებიან, რაც, სავარაუდოდ, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ვადებს გადაწევს. 

 

არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოლაპარაკების ვადა კიდევ 1 თვით, ნოემბრამდე გადაიწევს. ყველაფერი ევროკომისიის სამიტზე, 18 ოქტომბერს გადაწყდება. უცნობია, მოესწრება თუ არა შეთანხმების რატიფიცირება 2019 წლის 29 მარტამდე. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი