21:38 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
2018 წლის მეორე კვარტალში საქართველოში ვიზიტების რაოდენობა 5.2%–ით გაიზარდა
EIA-მა 2018 და 2019 წლებში ნავთობის ფასის პროგნოზი გაზარდა

სიახლეები

Apple-მა სამი ახალი iPhone წარადგინა: სმარტფონების ტექნიკური მახასიათებლები

 

გუშინ, 12 სექტემბერს, კომპანია Appleმა 3 ახალი სმარტფონი წარადგინა. 3 უახლესი iPhone-იდან ორი OLED ეკრანით არის აღჭურვილი - iPhone XS, iPhone XS Max. 

 

გასულ წელს გამოსული iPhone X კომპანიისთვის რევოლუციური ნაბიჯი იყო. სმარტფონი გახდა პირველი ტელეფონი, რომელსაც სახის ამოცნობის სისტემა ჰქონდა, ხოლო მისი OLED ეკრანის დიზაინი (სენსორებისა და ფრონტალური კამერის კუნძული ეკრანზე) გახდა ინსპირააციის წყარო სმარტფონების თითქმის ყველა მწარმოებლისთვის.  

 

სწორედ ამ მოდელისგან ისესხა დიზაინი iPhone-ის ახალმა მოდელებმა. iPhone XS  5,8 დუიმიანი ეკრანითაა აღჭრუვილი, მისი გაფართოება 2436*1125 პიქსელია.  iPhone XS Max 6,5 დუიმიანი გიგანტური (Apple-ის ისტორიაში უდიდესი) სმარტფონია, 2688*1242 პიქსელიანი ეკრანით. 

 

ორივე მათგანი ექვს ბირთვიან A12 Bionic პროცესორზე მუშაობს, რომელიც, ამ ეტაპზე, ბაზარზე ყველაზე ინოვაციურ მოდელად ითვლება. Apple-ში ამბობენ, რომ ეს პროცესორი სმარტფონის მუშაობის სიჩქარეს 30% -ით ააჩქარებს iPhone X-თან შედარებით. 

 

სმარტფონები ორმაგი 12 მეგაპიქსელიანი კამერითაა აღჭურვილი - ფართოკუთხოვანი მოდულითა და ტელეფოტო მოდულით, ოტიკური სტაბილიზაციის სისტემითა და ორმაგი ოპტიკური ზუმით. პორტრეტული რეჟიმისთვის სმარტფონებს 7 მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა აქვს. 

 

გაუმჯობესებულია Face ID სახის ამომცნობის ალგორითმი და ის ბევრად სწრაფად რეაგირებს. ტელეფონები წყალგამძლე IP 68 სტანდარტითაა დამზადებული და მათი მოხმარება წყალქვეშ 2 მეტრის სიღრმეზეა შესაძლებელი. 

 

XS და XS Max გახდა Apple-ის პირველი სმარტფონები, რომლებსაც ორი ბარათის მხარდაჭერა ექნება. ტელეფონები ვარდისფერ და ნაცრისფერ ფერებში იქნება ხელმისაწვდომი - 64, 256 და 512 გიგაბაიტიანი ვერსიები. მათი ფასი (კომპლექტაციის შესაბამისად) 999 და 1099 დოლარიდან დაიწყება. 

 

 

რაც შეეხება მესამე მოდელს, iPhoone XR ამ 3 მოწყობილობას შორის ყველაზე იაფფასიანია. მას 6,1 დუიმიანი ეკრანი და LCD ეკრანი აქვს, რაც ტელეფონს შედარებით ხელმწისაწვდომს ხდის (OLED ტექნოლოგია ძვირადღირებულია). ისევე, როგორც დანარჩენ ორ სმარტფონში, მასში A12 Bionic პროცესორია გამოყენებული, თუმცა ტელეფონი შედარებით მოკრძალებული დაცვის სტანდარტით - IP 67-ით არის დამზადებული. მისი კამერა 1 მოდულიანია. ტელეფონის 64, 128 და 256 გიგაბაიტიანი ვერსიები არის ხელმისაწვდომი და მისი ფასი 749 აშშ დოლარიდან იწყება.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი