15:21 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ВТБ ბანკმა რუსეთის ხელისუფლებას დოლარის ზეგავლენისგან გათავისუფლების გეგმა შესთავაზა
ჰარვარდში შნობელის პრემიის დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა

სიახლეები

გენადი არველაძე: ჩეხეთი, 2018 წლის მონაცემებით, მეოთხე ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც საქართველოში ინვესტიციებს ახორციელებენ

 

საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში სასტუმრო „რედისონში“ საქართველო-ჩეხეთის რიგით მეოთხე მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო ჩეხეთის მხრიდან მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ვლადიმირ ბარტლი უძღვებოდნენ.

 

„ეს არის რიგით მეოთხე მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია, სადაც განვიხილავთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ტურიზმი, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ვაჭრობა, ინვესტიციები - შეიძლება ვთქვათ, რომ მოვიცავთ ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროს და განვიხილავთ იმ თანამშრომლობის გზებს, რომლებიც შეიძლება განვავითაროთ ჩეხურ მხარესთან“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გენადი არველაძემ.

 

მისივე თქმით,  ასევე მნიშვნელოვანია ჩეხურ მხარესთან თანამშრომლობა „ერთი გზა-ერთი სარტყელის“ ფარგლებში და ამ კუთხითაც განიხილება  სხვადასხვა შესაძლებლობები. გენადი არველაძის განცხადებით, ჩეხეთი, 2018 წლის მონაცემებით, მეოთხე ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც საქართველოში ინვესტიციებს ახორციელებენ.

 

კომისიის სხდომის მიმდინარეობისას ორივე მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თბილი და მეგობრული ურთიერთობები მყარ საფუძველს ქმნის ხარისხობრივად ახალ დონეზე განვითარდეს ეკონომიკური კავშირები.

 

მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, გაგრძელდეს ურთიერთსასარგებლო პარტნიორობა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაღრმავება/დივერსიფიცირებას, ასევე ინვესტიციებისა და ვაჭრობის სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

“ჩერნობილი” ყველაზე მაღალ-რეიტინგული სერიალია

10 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    IMDB-ს სატელევიზიო სერიალების რეიტინში ახლად გამოსულ “ჩერნობილს” 9.7 ქულით პირველი ადგილი უკავია. აღნიშნული მონაცემებით სერიალი “ჩერნობილის” რეიტინგი რიგით მომდენო სერიალის...

თურქეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მცირდება, რუსეთზე კი იზრდება

3 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ბოლო სამ წელიწადში გაიზარდა. ეკონომიკურ დამოკიდებულებას ამ შემთხვევაში ვზომავთ როგორც საქონლის ექსპორტიდან, ტურიზმიდან, ფულადი...

ტურიზმი―საქართველოს ეკონომიკის ხერხემალი

27 მაი 2019კვირის გრაფიკი

    უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს სექტორად გადაიქცა. ეროვნული ბანკის მონაცემებით 2018 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 3.2...