11:37 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
შსს–მ აგვისტოს თვეში 14 ნარკორეალიზატორი დააკავა
ლარის საბაზრო კურსი ამ მომენტისათვის

სიახლეები

„კრედო ბანკმა“ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბი აი ჯის“ პორტფელი შეისყიდა

 

სს „კრედო ბანკმა“ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბი აი ჯის“ საკრედიტო პორტფელის შესყიდვის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. გარიგების თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის პორტფელის გარდა, „კრედო ბანკს“ „ბი აი ჯის“ თანამშრომლების მნიშვნელოვანი ნაწილი შეუერთდა.

 

,,მოხარულები ვართ, რომ ჩვენსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბი აი ჯის“ შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა. ,,კრედო ბანკისთვის“ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის პორტფელის შეძენა, მიკროსეგმენტზე ბაზრის წილის მნიშვნელოვან ზრდასა და ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო მეტი განვითარების შესაძლებლობას იძლევა,“ -განაცხადა ,,კრედო ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ზაალ ფირცხელავამ.

 

„ბი აი ჯის“ პორტფელის შესყიდვა, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „კრედო ბანკის“ ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულობას. შეგახსენებთ, რომ „კრედო ბანკმა“ 2018 წლის აგვისტოში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედიტ პლუს ჯორჯიას“ პორტფელის შესყიდვის შესახებ განაცხადა. ბანკი შესყიდვების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს.

 

„კრედო ბანკის“ მიზანია ხელი შეუწყოს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს განვითარებაში და მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს მათთვის ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა. „კრედო ბანკი“ ქმნის მომხმარებლისთვის მაქსიმალურად სასარგებლო ფინანსურ გარემოს და მათთვის ხელსაყრელი პირობების შესათავაზებლად მუდმივად ზრუნავს სერვისებისა და პროდუქტების განახლება-განვითარებაზე.

 

20-წლიანი გამოცდილების მქონე ,,კრედო ბანკი“ თავდაპირველად ქვეყნის საფინანსო ბაზარზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციად ოპერირებდა. 2017 წლიდან საბანკო ლიცენზია მიიღო და დღეისთვის აქტივების სიდიდით მე-9 ბანკია საქართველოში. „კრედო ბანკი“ ქვეყნის მასშტაბით 68 სერვისცენტრითაა წარმოდგენილი. გაფართოების პარალელურად იზრდება ,,კრედო ბანკის“ დასაქმებულთა რიცხვიც, რომელიც ამ დროისთვის 3600 თანამშრომელს აჭარბებს, მომხმარებელთა რაოდენობა კი - 255 ათასს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან მიღწეული შეთანხმების შედეგად წლის ბოლომდე გაიზრდება, როგორც ,,კრედო ბანკის“ მომხმარებლების რიცხვი, ასევე დასაქმებულთა რაოდენობაც, რაც ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შედარება

11 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. სიკვდილიანობის დონე გამოითვლება როგორც გარდაცვლილთა...

პოპულარული

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაისი, 2020კვირის გრაფიკი