23:54 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მამუკა ბახტაძემ განათლების რეფორმის ახალი ხედვა წარადგინა
შსს–მ აგვისტოს თვეში 14 ნარკორეალიზატორი დააკავა

სიახლეები

ეკატერინე მიქაბაძე: საქართველოსა და ჩეხეთს შორის ბიზნესპარტნიორობა მნიშვნელოვნად იზრდება

 

„ეს ფორუმი არის მნიშვნელოვანი პლატფორმა იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის განვითარდეს თანამშრომლობა და ამას უკვე რეალური შედეგები აქვს“ - ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან გააკეთა, სადაც საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმის მნიშვნელობა და ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები შეაფასა.

 

„მოგეხსნებათ, რომ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა „საქსტატის“ მიერ პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი, სადაც ჩეხეთის რესპუბლიკა წარმოადგენს მეოთხე ინვესტორს საქართველოში და გაზრდილია როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის მაჩვენებლები, რაც იმას ნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის ბიზნესპარტნიორობა მნიშვნელოვნად იზრდება. ასეთი ფორუმები იძლევა შესაძლებლობას, რომ ინვესტორები თავად გაეცნონ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, გაეცნონ იმ მოცემულობას, რომ საქართველო არის ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულება უცხოური ინვესტიციებისთვის მსოფლიო მასშტაბით. ფორუმი არის პლატფორმა, რომელიც იძლება მნიშვნელოვან გარანტიებს ბიზნესების შეხვედრების წარმატებით დასრულებისთვის“ - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

 

საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი საქართველოსა და ჩეხეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, ჩეხეთის რესპუბლიკის ინდუსტრიის და ვაჭრობის მინისტრმა  მარტა ნოვაკოვამ და ჩეხეთის რესპუბლიკის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა  ბორივოჟ მინარმა გახსნეს. 

 

ფორუმში ჩეხური მხრიდან 21 კომპანია მონაწილეობდა შემდეგი სექტორებიდან: ინფრასტრუქტურა, ლოგისტიკა, სამედიცინო ტურიზმი, მანქანათმშენებლობა. მათ შორის იყვნენ ისეთი  მსხვილი მწარმოებლები, როგორიცაა: ŠKODA TRANSPORTATION a.s, ŠKODA ELECTRIC და ა.შ.

 

ინფორმაციისთვის: 2018 წლის პირველი  7 თვის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის 35% -ით გაიზარდა  და 55.82 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა;  ექსპორტი 9% -ით გაიზარდა და  5.97 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 39% -ით გაიზარდა და 49.85 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.