14:51 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
Amazon-ის მფლობელი უსახლკარო ოჯახებს 2 მილიარდი აშშ დოლარით დაეხმარება
მამუკა ბახტაძემ განათლების რეფორმის ახალი ხედვა წარადგინა

სიახლეები

აშშ-ის მაცხოვრებლებს შორის ეთნიკურად არაამერიკელების რაოდენობა 44,5 მილიონ ადამიანს აღწევს

 

Business Insider: აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიუროს (United States Census Bureau) ინფორმაციით, აშშ-ში მაცხოვრებელი და ეთნიკურად უცხოელი ადამიანების რიცხვმა 1910 წლის შემდეგ უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია. 

 

სააგენტოს ცნობით, აშშ-ის მოსახლეობის 13,7% (დაახლოებით 44,5 მილიონი ადამიანი) სხვა ქვეყანაშია დაბადებული. 2016 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 13,5%-ს არ აჭარბებდა. 

 

თუ ისტორიულ ფაქტებს გავიხსენებთ, უცხოელთა ძალან დიდი ნაკადი შევიდა აშშ-ში XX საუკუნის დასაწყისში. ეს იყო ევროპელი მიგრანტების უდიდესი ტალღა, რომლებიც გაურბოდნენ შიმშილსა და დევნას. 

 

ამ მიგრაციამ ისეთი მასშტაბური სახე მიიღო, რომ 1909 წელს ახალშობილთა 15% სწორედ მოსახლეობის არაამერიკელ ნაწილზე მოდიოდა.  

 

მეორე დიდი იმიგრაცია აშშ-ში XXI საუკუნეში დაიწყო. ადამიანთა ძალიან დიდი ნაკადი დაიძრა ლათინური ამერიკიდან და აზიიდან. მხოლოდ 2010 წელს აშშ-ში 3 მილიონი აზიელი მიგრანტი ჩავიდა, რომელთა უმეტესობაც ჩინელი ან იდოელია.  

 

საინტერესოა, რომ ბოლო წლებში ამერიკაში ემიგრირებულთა უმეტესობას (45%-ზე მეტს) უმაღლესი განათლება აქვს. " ჩვენ ვეღარ განვიხილავთ იმიგრანტებს, როგორც დაბალკვალიფიციურ სამუშაო ძალას", - თქვა NYT-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უილიამ ფრეიმ, ბრუკინგსის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა. 

 

მიგრანტებისთვის ყველაზე სასურველ საცხოვრებელ ადგილებად კალიფორნია და ნიუ-იორკი ითვლება, სადაც 2010 წლის შემდეგ არაამერიკული მოსახლეობა 6%-ით არის გაზრდილი. დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩრდილოეთ დაკოტაც, სადაც ბოლო წლებში მილიონობით უცხოელი დასახლდა. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

“ჩერნობილი” ყველაზე მაღალ-რეიტინგული სერიალია

10 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    IMDB-ს სატელევიზიო სერიალების რეიტინში ახლად გამოსულ “ჩერნობილს” 9.7 ქულით პირველი ადგილი უკავია. აღნიშნული მონაცემებით სერიალი “ჩერნობილის” რეიტინგი რიგით მომდენო სერიალის...

თურქეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მცირდება, რუსეთზე კი იზრდება

3 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ბოლო სამ წელიწადში გაიზარდა. ეკონომიკურ დამოკიდებულებას ამ შემთხვევაში ვზომავთ როგორც საქონლის ექსპორტიდან, ტურიზმიდან, ფულადი...

ტურიზმი―საქართველოს ეკონომიკის ხერხემალი

27 მაი 2019კვირის გრაფიკი

    უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს სექტორად გადაიქცა. ეროვნული ბანკის მონაცემებით 2018 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 3.2...