03:21 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
BBC: შიმშილობა ადამიანის სიცოცხლეს ახანგრძლივებს
ლონდონის მერი Brexit-თან დაკავშირებით ახალ რეფერენდუმს ითხოვს

სიახლეები

ავიარევოლუცია: ნორვეგია ელექტრონულ თვითმფრინავებზე გადავა

 

ნორვეგიის მთავრობა მოსახლეობას ჰპირდება, რომ 2040 წლიდან ქვეყნის ავიახაზების ყველა თვითმფრინავი ელექტრონულ ძრავზე იმუშავებს. 

 

ნორვეგიაში იმედი აქვთ, რომ ქვეყანა ამ მხრივ პიონერი და მსოფლიო ავიაციაში რევოლუციის წამომწყები გახდება.  

 

ამ ზაფხულს, ივლისში, ნორვეგიის ტრანსპორტის მინისტრმა,  ქეტილ სოლვიგ-ოლსენმა და დაგ ფალკ-პეტერსონმა, ავიაკომპანია Avinor-ის ხელძღვანელმა, უჩვეულო ექსპერიმენტში მიიღეს მონაწილეობა:

 

ჟურნალისტების თვალწინ ისინი ორადგილიან თვითმფრინავ Alpha Electro G2-ში ჩასხდნენ და ოსლოს თავზე იფრინეს. თვითმფრინავი Pipistrel-ის მიერ არის დამზადებული და ის სრულად ელექტრონულია. 

 

ამრიგად, ბატარეაზე მომუშავე თვითმფრინავმა ფანტაზიიდან რეალობაში გადმოინაცვლა და ეს მხოლოდ დასაწყისია.  ნორვეგიის მთავრობაში ფიქრობენ, რომ ეს პროცესი ატმოსფეროში სითბური აირების და მძიმე მეტალების რაოდენობას მკვეთრად შეამცირებს. 

 

გეგმის თანახმად, ნორვეგიაში 2040 წელს შიდა წვის ძრავიანი საფრენი აპარატები აღარ იარსებებს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური და ამბიციური გეგმა, რომელიც ელექტრონული ძრავების გამოგონების შემდეგ შემუშავებულა. 

 

უნდა აღინიშნოს, რომ სტანდარტული ზომის სამგზავრო ელექტრონული თითმფრინავი ჯერ არ არსებობს, თუმცა, Pipistrel-ში ამბობენ, რომ ეს პრობლემა არ არის და ასეთი თვითმფრინავის აგება მხოლოდ დროის და მონდომების საკითხია.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში

30 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       კორონავირუსის შემთხვევებით ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველო მსოფლიოში ამ ეტაპისთვის 21-ე ადგილზეა. Worldometers-ის მონაცემებით საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 33,208-ს, რაც...

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...