16:47 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
როგორ მიმდინარეობს საგარეო ვალით დაფინანსებული საინვესტიციო პროექტები?
გიორგი ქობულია: ანაკლიის პროექტი საქართველოს ეკონომიკური ზრდის ორ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას უპასუხებს

სიახლეები

ახალი სასწავლო წელი დაიწყო. განათლების მინისტრი ფუნდამენტურ სიახლეებს აანონსებს

 

როგორც მოგეხსენებათ, დღეს, 17 სექტემბერს ოფიციალურად დაიწყო ახალი სასწავლო წელი.

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

 

მინისტრი თბილისის 150–ე საჯარო სკოლას ესტუმრა და საინტერესო განცხადებებიც გააკეთა.

 

ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ განათლების სისტემაში საკმაოდ ბევრი სიახლეა დაგეგმილი, რომლებიც კომპლექსურად ხელს შეუწყობს საქართველოში სკოლების განვითარებას:

 

„პირველ რიგში, მივულოცავ ყველა მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელს, სტუდენტს. მართლაც მნიშვნელოვანი დღეა ახალი სასწავლო წლის დაწყება.

 

მინდა, წარმატებები ვუსურვო. წელს მართლაც მნიშვნელოვანი წელი იქნება, რომელიც გულისხმობს რეფორმების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. ვიმყოფებით 150-ე სკოლაში, სადაც უახლოეს დღეებში დაიწყება საგაკვეთილო პროცესი ახალი მიდგომით, რომელიც რეფორმაშია ნაგულისხმები.

 

ვფიქრობ, ეს იქნება წარმატებული ნიმუში და ამ მოდელის გავრცელება დაიწყება სხვა სკოლებში. დღეს თანამედროვე ბავშვებს სჭირდებათ მეტი ანალიზის, მსჯელობის, გადაწყვეტილებების მიღების უნარების განვითარება.

 

საკმაოდ ბევრი სიახლე გველოდება, რომელიც კომპლექსურად ხელს შეუწყობს საქართველოში სკოლების განვითარებას. პროცესი ეტაპობრივად დაიწყება და დაწყებითი კლასებიდან მაღალ კლასებში გავრცელდება“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მსოფლიოს 15 უმსხვილესი კომპანია

18 ნოე 2019კვირის გრაფიკი

  უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. პირველ რიგში აღსანიშნავია, დიგიტალური კომპანიების...

ბანკომატების რაოდენობა - საერთაშორისო შედარება

11 ნოე 2019კვირის გრაფიკი

  ბანკომატების რაოდენობა საქართველოში მსგავსი განვითარების ქვეყნებთან შედარებით მაღალია. მსოფლიო ბანკის გლობალური ფინანსური განვითარების მონაცემებით ბანკომატების რაოდენობა...

განათლების ხარჯების ეფექტიანობა საქართველოში

4 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში განათლებაზე გაწეული სახელმწიფო ხარჯები სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალ-ეფექტიანია. საქართველოს მთავრობა განათლებაზე მშპ-ს 3.8%-ს ხარჯავს, დაახლოებით იმდენივეს რამდენსაც...