23:41 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ჩინეთი აშშ-სთან სავაჭრო მოლაპარაკების შეწყვეტას გეგმავს
როგორ მიმდინარეობს საგარეო ვალით დაფინანსებული საინვესტიციო პროექტები?

სიახლეები

გიორგი მარგველაშვილი: "ვფიქრობ, უკეთეს მომავალს მივცემთ ჩვენს შვილებს"

 

საქართველოს პრეზიდენტი 51-ე საჯარო სკოლას ეწვია, სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიმართა და აღნიშნა, რომ სასკოლო ცხოვრება საინტერესო წლებია, იმ ტრაგედიამ, კი რომელიც ამ სკოლაში განიცადეს, უფრო კეთილები უნდა გაგვხადოს და გაგვზარდოს, რადგან ტკივილი და ტრაგედია გამოცდილებაა ადამიანისთვის.
 
"გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. მინდა, რომ ბევრი სიკეთის იმედი და ძალიან დიდი სიყვარული გამოვხატო. მინდა პირველკლასელებს მივულოცო და ვუთხრა, რომ ძალიან საინტერესო პერიოდი იწყება თქვენს ცხოვრებაში. ახალი კლასელები უნდა გაიცნოთ, მასწავლებლები, მეგობრები შეიძინოთ, რომლებიც მთელი ცხოვრება თქვენი ნაწილი იქნებიან. მშობლებს მინდა მოგილოცოთ და გისურვოთ, რომ ბედნიერად და ხალისით განვლოს ამ ერთმა წელმა. ისინი, ვინც ამთავრებენ წელს სკოლას, თქვენთან ერთად მინდა ვიყო და გითხრათ იმ ტკივილზე, რომლიც თქვენ განიცადეთ.
 
ასეთმა ტკივილმა და ამ ტრაგედიამ ალბათ, ყველა უფრო კეთილი უნდა გაგვხადოს და გაგვზარდოს, რადგან ტკივილი და ტრაგედია გამოცდილებაა ადამიანისთვის და თუ ჩვენ შევძლებთ, რომ ეს ტკივილი გადავიტანოთ ერთმანეთის მიმართ სიყვარულში, გადავიტანოთ ერთმანეთის მიმართ უფრო მეტ თანადგომაში, ვფიქრობ, უკეთეს მომავალს მივცემთ ჩვენს შვილებს. ძალიან მიყვარხართ და თქვენთან ერთად ვარ დღეს თქვენს სირთულეშიც და თქვენს სიხარულშიც.
 
მინდა, პატარების საქართველო დავლოცო, მომავალი, რომელიც კიდევ უფრო ბედნიერი იქნება.  პედაგოგებს კი, დიდ გამძლეობას და სიმტკიცეს ვუსურვებ და სიყვარულით აი მთელი პრობლემების დაძლევას", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველო და კორონავირუსის ტესტის პოზიტიურობა

1 ივნ 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსის პოზიტიურობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. პოზიტიურობის მაჩვენებელი არის შეფარდება ინფიცირებულთა რიცხვსა და...

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...