03:05 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლარის საბაზრო კურსი ამ მომენტისათვის
პოლიციელები სპეციალური დეტექტორებით დაადგენენ არის თუ არა ადამიანი მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ

სიახლეები

თბილისის მერია მომავალი ორი წლის განმავლობაში, 31 ახალი ბაღის მშენებლობას გეგმავს

 

თბილისის მერი კახა კალაძე, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელთან, კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, ნაძალადევის რაიონში ახლადგახსნილ საბავშვო ბაგა-ბაღს ეწვია და პატარებს სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.

 

„მინდა, ყველას მივულოცო სწავლის დაწყება. ეს საკმაოდ დიდი ბაღია და აქ დაახლოებით, 350 პატარა ისწავლის. სწავლის დაწყებისთვის სრული მზადყოფნაა. მინდა, ყველას წარმატებული წელი ვუსურვო“, - განაცხადა კალაძემ.

 

N49 საბავშვო ბაგა-ბაღი ათჯგუფიანია და 350 აღსაზრდელზეა გათვლილი. ბაღში 60-მდე ადამიანია დასაქმებული. შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის, აღჭურვილია სახანძრო უსაფრთხოებისა და ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემებით. საბავშვო ბაღს აქვს კეთილმოწყობილი და გამწვანებული შიდა ეზო საბავშვო მოედნებით, ატრაქციონებითა და საჩრდილობლებით.

 

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს უფროსის განცხადებით, წელს თბილისის ბაგა-ბაღებს 3 000-მდე აღსაზრდელის ადგილი შეემატა.

 

„მომავალი ორი წლის განმავლობაში, 31 ახალი ბაღის მშენებლობას ვგეგმავთ, რომელიც პრაქტიკულად, მოსახლეობის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

 

თბილისში, 17 სექტემბერს ცხრა ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა, ორ მოქმედ ბაღს კი ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსები შეემატა.

 

თბილისის მერთან ერთად, პატარებს სააღმზრდელო წლის დაწყება საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატებმა მიულოცეს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რამდენად მაღალია ქართველი მამაკაცი?

2 დეკ 2019კვირის გრაფიკი

მამაკაცის საშუალო სიმაღლით საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის 44-ე ადგილზეა. “WorldData”-ს მონაცემების მიხედვით საქართველოში მამაკაცის საშუალო სიმაღლე შეადგენს 175 სმ-ს, რაც აღემატება...

ბევრი მოხუცი, ცოტა ახალგაზრდა - საქართველოს დემოგრაფიული თავსატეხი

25 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველო სერიოზული დემოგრაფიული პრობლემის წინაშეა. ის რომ ბოლო 30 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა ყველასთვის ცნობილია. თუმცა, მთავარი პრობლემა მდგომარეობს...

მსოფლიოს 15 უმსხვილესი კომპანია

18 ნოე 2019კვირის გრაფიკი

  უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. პირველ რიგში აღსანიშნავია, დიგიტალური კომპანიების...