17:11 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
Bloomberg: კოკა-კოლა გამაგრილებელ უალკოჰოლო სასმელებში მარიხუანას გამოყენებას გეგმავს
მუნ ჯე ინი ფხენიანს ეწვია

სიახლეები

ვინ წარადგენს საქართველოს ვენეციის ბიენალეზე?

 

ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა.

 

ღონისძიებას უძღვებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ დირექტორი ანა რიაბოშენკო.

 

ვენეციის საერთაშორისო ხელოვნების ბიენალე, თანამედროვე ხელოვნების ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული გამოფენაა, რომელიც 1895 წელს დაარსდა და უკვე 120 წელზე მეტს ითვლის. რიგით, 58-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა, 2019 წლის 11 მაისიდან 24 ნოემბრამდე იტალიაში, ქალაქ ვენეციაში გაიმართება.

 

2019 წლის გამოფენის მთავარი თემაა “გეცხოვროთ საინტერესო დროს” (May You Live in Interesting Times). კურატორი - რალფ რუგოფი (Ralph Rugoff).

 

“გეცხოვროთ საინტერესო დროს”(May You Live in Interesting Times), ხელოვანთა იმ ნამუშევრებს გააერთიანებს, რომლებიც დამთვალიერებელს ობიექტებისა და გამოსახულებების, ჟესტებისა და სიტუაციების ახლებური გააზრების საშუალებას მისცემს.

 

„58-ე საერთაშორისო სახელოვნებო გამოფენა ხაზს გაუსვამს ზოგად მიდგომებს ხელოვნების შექმნაში და ხელოვნების აღქმას სოციუმში, რომელიც მოიაზრებს როგორც სიამოვნების მიღებას, ასევე კრიტიკულ აზროვნებას. ხელოვანები, რომლებიც ამ მიმართულებით აზროვნებენ, ხშირად განსხვავებულ აზრს შესძენენ ე.წ. ფაქტებს, კავშირების გაღრმავებით და ახალი შინაარსობრივი დატვირთვის მინიჭებით“.

 

საქართველოს ეროვნული პავილიონისათვის 74 კვ. მ ფართობის სივრცე ვენეციის ერთ-ერთ მთავარ საგამოფენო სივრცეში - „არსენალეზეა“ გამოყოფილი; თანხა გამარჯვებული პროექტისათვის შეადგენს 160 000 ლარს.

 

კონკურსზე განაცხადების მიღება 2018 წლის 12 სექტემბერს დაიწყო და ამავე წლის 26 ოქტომბერს, 17:00 საათზე დასრულდება. საკონკურსო კომისია გამარჯვებულ და სარეზერვო პროექტებს, მაქსიმუმ, 10 სამუშაო დღის ვადაში გამოავლენს. განაცხადები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

biennale@creativegeorgia.ge.

 

დეტალური ინფორმაცია, საკონკურსო პირობებისა და შერჩევის წესის შესახებ იხილეთ ბმულზე: http://creativegeorgia.ge/cg/News/biennale.aspx

 

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ვებ გვერდს: creativegeorgia.ge

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.