01:34 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საღამოს საკითხავი
ევროკომისიამ BMW-ს, Daimler-ისა და VOLKSWAGEN-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

სიახლეები

Business Insider: რატომ უნდა შევიძინოთ iPhone XS-ის ნაცვლად iPhone XR?

 

რამდენიმე დღის წინ კომპანია Apple-მა 3 ახალი iPhone წარადგინა. ერთ-ერთი მათგანი - iPhone XS Max - გიგანტური ეკრანის მოყვარული მომხმარებლისთვისაა, ხოლო iPhone XR ბიუჯეტურ მოდელადაა ჩაფიქრებული. რატომ არის ის არც ისე ბიუჯეტური და რატომ სჯობს სტანდარტულ iPhone XS-ს? ამ საკითხს სტატია Business Insider-მა მიუძღვნა.

 

რასაკვირველია, iPhone XS რამდენიმე ტექნიკური პარამეტრით აღემატება iPhone XR-ს: XR-ს არ აქვს OLED ეკრანი, კამერა 1 მოდულიანია და ტელეფონი მოკრძალებული დაცვის სტანდარტით - IP 67-ით (მიუხედავად ამისა, XR წყალგამძლეა) არის დამზადებული. მაშ, რაშია საქმე?

 

პირველ რიგში, iPhone XR-ს შესანიშნავი გაფართოება და გამოსახულება აქვს და LCD ეკრანი სულაც არ ქმნის პრობლემას.

 

ფასი: iPhone XR-ის ფასი 749 აშშ დოლარიდან იწყება, iPhone XS კი მინიმალური კომპლექტაციით 999 დოლარი ღირს. მათ შორის სხვაობა მთელი 250 აშშ დოლარია. 

 

პროცესორი: ორივე მათგანი ექვს ბირთვიან A12 Bionic პროცესორზე მუშაობს -სამყაროში ყველაზე სწრაფ პროცესორზე. ამ მხრივ ამ ორ ტელეფონს შორის სხვაობა არ არის.

 

iPhone XR-ის შეძენის შემთხვევაში თქვენ სმარტფონის ფერის დიდი არჩევანი გექნებათ. XS მხოლოდ 3 ფერში გამოდის. 

 

iPhone XR-ს XS-ზე უფრო დიდი ეკრანი აქვს, თანაც, იმ პირობებში, რომ მოწყობილობების ზომები თითქმის თანაბარია და არსებული მცირე განსხვავება ტაქტილურად არ შეიგრძნობა.

 

ამ ორი სმარტფონის ფრონტალური კამერები ერთმანეთისგან არ განსხვავდება.

 

ბატარეა: იმის გამო, რომ iPhone XR-ის LCD ეკრანი ენერგოეფექტურია, მისი ავტონომიურობა გაზრდილია და სმარტფონი ერთი დამუხტვით 15,5-16,5 საათის განმავლობაში მუშაობს. XS-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 12.5-13.5 საათს შეადგენს. 

ორივე მათგანი ერთსა და იმავე ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი