00:21 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საღამოს საკითხავი
Instagram აუდიტორიის ქვეყნების მიხედვით არჩევის საშუალებას მოგცემთ

სიახლეები

2018 წლის 10 საუკეთესო სმარტფონი

2018 წლის 10 საუკეთესო სმარტფონი

21 სექ 2018ტექნოლოგიები


გამოცემა Business Insider-ის ექსპერტებმა თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე კარგი სმარტფონები შეადარეს და მათი ტექნიკური მონაცემების, გამძლეობის, ფასისა და სტილის მიხედვით - საუკეთესოების სია შეადგინეს: 

 

10. Essential Phone - შესანიშნავი სმარტფონი, რომელიც იყო მსოფლიოში პირველი მოწყობილობა, რომელსაც გაშლილი ეკრანი და ეკრანში შეჭრილი პანელის "კუნძული" ჰქონდა. ის 344 აშშ დოლარი ღირს. 

 

9. Apple iPhone 8 - ეს ულამაზესი სმარტფონი 700 აშშ დოლარი ღირს. ტელეფონი მეტალისა და მინის კორპუსით არის დაფარული. ის გახდა iPhone-ის პირველი პროდუქტი, რომელიც სწრაფი და უკაბელო დამუხტვის ფუნქციებით არის აღჭურვილი.

 

8. Google Pixel 2 - Pixel 2 5 დუიმიანი ეკრანით არის აღჭურვილი. სმარტფონს აქვს ანაბეჭდის სენსორი, Qualcomm Snapdragon 835 ტიპის პროცესორი და 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება. ტელეფონს 12 მეგაპიქსელიანი წინა კამერა აქვს, რომელსაც Google-ში “მსოფლიოში საუკეთესოს“ უწოდებენ. ამ კამერამ 98 ქულა მოაგროვა DxOMark-ის 100 ბალიან კამერების ტესტზე. მოწყობილობა 650 აშშ დოლარი ღირს.

 

7. Samsung Galaxy S9 - Galaxy S9 გახდა სამსუნგის პირველი ფლაგმანი ორმაგი ძირითადი კამერით. სმარტფონის ზომა 6,2 დუიმია და ის HD+ Super AMOLED ეკრანით არის აღჭურვილი. ტელეფონი 620 აშშ დოლარი ღირს. 

 

6. Apple iPhone X - iPhone X Apple-ის 2017 წლის მთვარი პრდუქტია, მას ჰქონდა სრულიად ახალი დიზაინი, ახალი ფუნქციები, გაუმჯობესებული კამერა და ეკრანი, ასევე სახეების ამოცნობის Face ID სისტემა. მოწყობილობის ფასი 1000 აშშ დოლარია.

 

5. Google Pixel 2 XL - ტელეფონი თავისი ტექნიკური მახასიათებლებით ძალიან ჰგავს Pixel 2-ს, თუმცა მას უფრო დიდი ეკრანი აქვს. სმარტფონი 850 აშშ დოლარი ღირს.

 

4. Samsung Galaxy Note 9 - Galaxy Note 9-ს 6,4 დუიმიანი SuperAMOLED ეკრანი აქვს, გაფართოებით 2960*1440 პიქსელი. სმარტფონის ამერიკული ვერსია აღჭურვილია პროცესორით Qualcomm Snapdragon 845, თუმცა სხვა ბაზრებზე საფირმო Exynos 9810 პროცესორიანი ვერსიები გაიყიდება. ტელეფონის ოპერატიული მეხსიერება არის 6-8 გიგაბაიტი. მისი ფასი 999 აშშ დოლარიდან იწყება. 

 

3. OnePlus 6 - მიუხედავად ფლაგმანური მონაცემებისა, სმარტფონის ფასი $530-570 ფარგლებში მერყეობს. ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ ანდროიდ-სმარტფონად ითვლება.

 

2.  iPhone XS -  iPhone XS  5,8 დუიმიანი ეკრანითაა აღჭრუვილი, მისი გაფართოება 2436*1125 პიქსელია. ის ექვს ბირთვიან A12 Bionic პროცესორზე მუშაობს და წყალგამძლე IP 68 სტანდარტითაა დამზადებული. მისი ფასი 999 აშშ დოლარიდან იწყება. 

 

1. iPhone XS Max - ის 6,5 დუიმიანი გიგანტური (Apple-ის ისტორიაში უდიდესი) სმარტფონია. სხვა პარამეტრებით სმარტფონი iPhone XS-ის მსგავსია. ტელეფონის ფასი 1099 აშშ დოლარიდან იწყება. 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი