სიახლეები
ლევან დავითაშვილი: ღვინის მწარმოებელმა 207-მა კომპანიამ უკვე 130 ათასი ტონა ყურძენი გადაამუშავა
კახეთის რეგიონში რთველი აქტიურად მიმდინარეობს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ყურძნის მოსავლის დაბინავების პროცესს ღვინის ახლადგახსნილ საწარმოში გაეცნო.
მინისტრმა ყვარლის რაიონის სოფელ სანავარდოშო კომპანიის "ასკანელი ძმები" ახლადგახსნილი საწარმო დაათვალიერა, რომელმაც ამ სეზონზე, მევენახეებისგან 3500 ტონაზე მეტი ყურძენი მიიღო და გადაამუშავა.
კომპანია სხვადასხვა სახეობის ღვინის ექსპორტს მსოფლიოს 13 ქვეყანაში ახორციელებს: აზერბაიჯანში, თურქეთში, სომხეთში, ისრაელში, საფრანგეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, რუსეთში, უკრაინაში, ჩინეთში, ლატვიაში, პოლონეთში და აშშ-ში;
„მეღვინეობის დარგში არსებული ჯანსაღი კონიუნქტურიდან გამომდინარე, რთველის პროცესი ორგანიზებულად და შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. მოსავლის დიდი ნაწილი უკვე დაბინავებულია. ღვინის მწარმოებელმა 207-მა კომპანიამ უკვე 130 ათასი ტონა ყურძენი გადაამუშავა. მევენახეების შემოსავალმა 190 მლნ ლარს მიაღწია. წელს რთველი სახემწიფო სუბსიდიის გარეშე მიმდინარეობს“,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა გოჩა ჩხაიძემ აღნიშნა, ტექნოლოგიების განვითარების გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია დავიცვათ ქართული ღვინის ხარისხი, რომელიც ეროვნული ღირებულების მატარებელია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეონის მინისტრთან ერთად საწარმოში კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი და ღვინის ეროვნული სააგეტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
მსგავსი სიახლეები

12 მაი 2019სოფლის მეურნეობა
მამუკა ბახტაძე - სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონს აქვს უნიკალური პოტენციალი, იყოს წარმატებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებით

9 მაი 2019სოფლის მეურნეობა
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღინისძიებები გრძელდება

7 მაი 2019სოფლის მეურნეობა
ოზურგეთში ქართული ჩაის პირველი ფესტივალი გაიმართა
კვირის გრაფიკი
კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი
5 აპრ 2021კვირის გრაფიკი
კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო პოლიტიკის სიმკაცრის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით ბოლო სამ თვეში...
უცხოური ინვესტიციების დინამიკა
29 მარ 2021კვირის გრაფიკი
საქართველოში შემოსული 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 617 მლნ აშშ...
უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა
24 მარ 2021კვირის გრაფიკი
2020 წლის დასაწყისში უძრავი ქონებების რეგისტრაციებმა მნიშვნელოვნად შემცირდა გასულ წლებთან შედარებით. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2020 წლის პირველი ოთხი თვის პირველადი და...
პოპულარული

ვარკეთილის ხევში პარკის რეაბილიტაცია იწყება
18 მარტი, 2021ინფრასტრუქტურა

რამდენად მნიშვნელოვანია ტურიზმის სფერო?
15 მარტი, 2021კვირის გრაფიკი

უცხოური ინვესტიციების დინამიკა
29 მარტი, 2021კვირის გრაფიკი

თბილისის მერის მოადგილის ბრიფინგი
18 მარტი, 2021სხვა

