02:47 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
სოფელ ველისციხეში წიპწის ზეთის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა
ლარის საბაზრო კურსი ამ მომენტისათვის

სიახლეები

მარიამ ჯაში: წლებია საქართველოს განათლების სისტემაში ასეთი მასშტაბური ინვესტიციები არ განხორციელებულა

 

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში „სკოლის მართვისა და ლიდერობის მეორე საერთაშორისო კონფერენციას“ დაესწრო, რომელიც სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა.

 

ორდღიანი კონფერენციის მიზანი იყო სკოლის მართვისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. კონფერენციას 200-ზე მეტი საჯარო სკოლის დირექტორი და 50-ზე მეტი განათლების სპეციალისტი ესწრებოდა და მასში ასევე მონაწილეობდნენ საჯარო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა.

 

კონფერენციის მონაწილეებს მიმართა და დახმარებისა და თანამშრომლობისათვის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და ათასწლეულის გამოწვევის ფონდს მადლობა გადაუხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა.

 

„მადლობას ვუხდი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და ფონდს მხარდაჭერისთვის. წლებია საქართველოს განათლების სისტემაში ასეთი მასშტაბური ინვესტიციები არ განხორციელებულა როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე პროფესიული გადამზადებისა და შესაძლებლობების განვითარების კუთხით. ბუნებრივია, სკოლის ხელმძღვანელების, სკოლის ადმინისტრატორების და ლიდერების პროფესიული გაძლიერება არის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

 

მისი განცხადებით, სკოლებში სტაბილურობისა და ჯანსაღი გარემოს შექმნა-შენარჩუნებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა დირექტორის ფაქტორს ენიჭება და სახელმწიფომ მათი მხარდაჭერის, განვითარებისა და პროფესიული განათლებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს. ასევე ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი სკოლის ადმინისტრირების ეფექტურობისათვის არის სკოლებში კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა, რომელიც ასევე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სკოლის დირექციაზე და მარიამ ჯაშის შეფასებით, ამ თვალსაზრისით სწორედაც რომ მნიშვნელოვანია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღნიშნული მიმართულების ტრენინგები.

 

„მე, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე განათლების მიმართულებით, ასევე როგორც სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი ძალიან ხშირად, პრაქტიკულად ყოველკვირეულ რეჟიმში ვხვდები სკოლის წარმომადგენლებს - ხელმძღვანელებს, პედაგოგებს, მშობლებს, ბავშვებს და ნამდვილად ვრწმუნდები, რომ სკოლის დირექციაზე არის ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული. ურთულესი კრიზისული სიტუაციების მართვასაც კი ძლიერი დირექტორი ახერხებს ისე, რომ არ ირღვევა სკოლის სტაბილურობა და ნარჩუნდება ის ჯანსაღი კეთილგანწყობილი გარემო, რომელიც სკოლას სჭირდება“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

როგორც მარიამ ჯაშმა აღნიშნა, განათლების სფეროში სრულყოფილების მისაღწევად გარკვეული ცვლილებებია საჭირო, რის შესახებაც არაერთხელ უსაუბრია სამინისტროს მესვეურებთან. მან თავისი მოსაზრებები ამ მიმართულებით კონფერენციის მონაწილეებსაც გაუზიარა: „მე ვხედავ რამდენიმე გამოწვევას, რომელიც აუცილებლად უნდა დაიძლიოს. ვფიქრობ, ჩვენ სისტემურად დაგვჭირდება, სკოლის ავტონომიის პრინციპის გათვალისწინებით, სკოლის მმართველობის სისტემების გადახედვა, რომ მაქსიმალურად ეფექტური იყოს თანამშრომლობა. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება სკოლების მუდმივი მონიტორინგის და შეფასების სისტემების დახვეწა არა მხოლოდ პროგრამული, ფინანსური და ადმინისტრირების კუთხით, არამედ ხარისხობრივი კუთხითაც. ასევე მნიშვნელოვანია, ჯანსაღი გარემოს შეფასების კუთხითაც გვქონდეს მონაცემები. ძალიან მიხარია, რომ განათლების უწყების ახალი ხელმძღვანელის მიერ დაანონსებულია არაერთი ინოვაციური რეფორმა, მთ შორის, ონლაინ-სკოლა, რომელიც მისცემს როგორც მასწავლებლებს, ასევე მშობლებს და ბავშვებს მუდმივი კონტაქტის საშუალებას. იგეგმება ახალი ტექნოლოგიების შემოტანა, ინიციატივები, რომლებიც მხოლოდ გაგვიაქტიურებს ყოველდღიურ საქმიანობას და უფრო მეტი დროის საშუალებას მოგცემთ, რომ ყურადღება იყოს გადატანილი ბავშვის კეთილდღეობაზე, ბავშვის შემოქმედებით განვითარებაზე და ნაკლებად იყოთ პირადად თქვენ და თქვენი კოლეგები დატვირთული ბიუროკრატიული პროცესებით“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რამდენად მაღალია ქართველი მამაკაცი?

2 დეკ 2019კვირის გრაფიკი

მამაკაცის საშუალო სიმაღლით საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის 44-ე ადგილზეა. “WorldData”-ს მონაცემების მიხედვით საქართველოში მამაკაცის საშუალო სიმაღლე შეადგენს 175 სმ-ს, რაც აღემატება...

ბევრი მოხუცი, ცოტა ახალგაზრდა - საქართველოს დემოგრაფიული თავსატეხი

25 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველო სერიოზული დემოგრაფიული პრობლემის წინაშეა. ის რომ ბოლო 30 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა ყველასთვის ცნობილია. თუმცა, მთავარი პრობლემა მდგომარეობს...

მსოფლიოს 15 უმსხვილესი კომპანია

18 ნოე 2019კვირის გრაფიკი

  უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. პირველ რიგში აღსანიშნავია, დიგიტალური კომპანიების...