14:23 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საჭადრაკო ოლიმპიადის პირველ დღეს ექვსივე ნაკრებმა გაიმარჯვა
ლარის საბაზრო კურსი ამ მომენტისათვის

სიახლეები

ოთარ დანელია: „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა არ არის ერთი უწყების პრობლემა, ეს არის ყველა უწყების, თითოეული ჩვენგანის პრობლემა და გამოწვევა“

 

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმა განიხილა. 

 

კომიტეტის სხდომაზე, რომლის მუშაობაში პარლამეტის წევრებთან ერთად, ასევე მონაწილეობდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების, სამეცნიერო წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, ინფორმაცია აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გაწეული საქმიანობის შესახებ - სსიპ სურსათის ეროვნულის სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გელა ხანიშვილმა წარადგინა.

 

მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წელს განხორციელებულ ღონიძიებებზე და აღნიშნა, რომ წინა წელს მიღებული გამოცდილების კვალობაზე, ისინი უფრო ეფექტური და იმედის მომცემი იყო. მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა მავნებლის პოპულაცია, მისი გავრცელების არეალიც არ გაზრდილა, ფაქტობრივად, შეიზღუდა მავნებლის გადმოსვლა აღმოსავლეთ საქართველოში.

 

გელა ხანიშვილის განცხადებით, იმ მოსახლეობამ, ვინც გაითვალისწინა სწორი რეკომენდაციები, დროულად და შესაბამისად განახორციელა აგროტექნიკური სამუშაოები, შედეგიც შესაბამისად კარგი მიიღო. ამის თვალსაჩინო მაგალითები წარმოდგენილი იყო კომიტეტის სხდომაზე.

 

„შეიძლება ითქვას, რომ სტრატეგიით განსაზღვრული ყველა ის ამოცანა, რომელიც სახელმწიფოს ჰქონდა განსახორციელებელი, მაღალ დონეზეა განხორციელებული. აზიური ფაროსანა მნიშვნელოვნად არის შემცირებული მთლიანად დასავლეთ საქართველოში. სიმინდის ძალიან კარგი მოსავალია მიღებული იმ ფართობებში, რომლებიც საქართველოს მთავრობის მეშვეობით მუშავდებოდა. თხილის მოსავლის კარგი შედეგები გვაქვს იქ, სადაც ადგილობრივმა ფერმერებმა დაიჯერეს და განახორციელეს ის აგროტექნიკური ღონისძიებები, რომლებიც ჩვენს მიერ იყო რეკომენდებული. ვფიქრობთ, რომ ის ადამიანები, რომლებმაც წელს ვერ მიიღეს სათანადო ხარისხის მოსავალი, გაითვალისწინებენ წელს დაშვებულ შეცდომებს. ასე რომ საქართველოს მთავრობა გეგმავს მომავალ წელს ახალი პროგრამის განხორციელებას, და მომავალი წელი იქნება ბევრად უკეთესი, ვიდრე მიმდინარე“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

 

მისი ინფორმაციით, ამ პროცესში ჩართული არიან მეცნიერებიც და პრაქტიკულად გამოვლენილია აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტერი - მწერის ორი სახეობა, რომელთა გამოყენება კიდევ უფრო გაააქტიურებს მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლას. გელა ხანიშვილის ინფორმაციით, მართალია, მავნებლის წინაარმდეგ ბრძოლა უკვე შედეგის მომტანია, თუმცა ეს პრობლემა ერთ-ორ წეიწადში ვერ აღმოიფხვრება და იმისათვის რომ წარმატებას მივაღწიოთ, აუცილებელია სახელმწიფოსთან ერთად მოსახლეობის ჩართულობა.

 

შემდეგ მომხსენებელმა კომიტეტის წევრთა კითხვებსაც უპასუხა. როგორც უმცირესობის ასევე უმრავლესობის წარმომადგენელთა საერთო შეფასებით, მთავრობის მხრიდან წელს მართლაც მასშტაბური ღონისძიებებია განხორციელებული და შედეგიც უფრო უკეთესია მიღებული. აქვე გამოითქვა მოსაზრებაც, რომ კარგი იქნება, თუკი ადგილობრივი ხელისუფლება რაიონებში უფრო მეტად გააქტიურდება და საინფორმაციო კამპანიაც უფრო მეტ ადამიანებს მოიცავს.

 

სხდომის დასასრულს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ მადლობა გადაუხადა შეკრებილთ კონსტრუქციული, შინაარსიანი განხილვისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საკითხისადმი სისტემური მიდგომით, ერთობლივი ძალისხმევით პრობლემა აუცილებლად დაიძლევა.

 

„ჩვენს ხელთ არის სწორი, სისტემური მიდგომების ჩამოყალიბება, სწორედ ამიტომ გავუსვი ხაზი კონტროლის ნაწილს, რათა რისკების შეფასება და მართვაც სისტემური იყოს. ჩვენ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ რეალურად საქართველოს სოფლის მეურნეობა ფეხს ახლა იდგამს და, ბუნებრივია, ბევრ რამეს ჩვენ პროცესში ვსწავლობთ. ამასთანავე, გვაქვს ის საკმაოდ დიდი შეღავათი, რომ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, როგორიც არიან ამერკიის შეერთებული შტატები, იტალია, ასევე მცენარეთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობოო ორგანიზაციები, აქვთ ეს გამოცდილება და სწორედ ამან გვიშველა, რომ ასე სწრაფად მოხდა შედეგის მიღება. ცხადია, ეს ბრძოლა მავნებლის წინაარმდეგ კიდევ რამდენიმე წელს გასტანეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ორი კომპონენტი: პირველი - ეს არის კომუნიკაციის თემა, ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაცია საზოგადოებასთან, და მეორე - ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობების კიდევ უფრო მეტი ჩართულობა“, - განაცხადა ოთარ დანელიამ კომიტეტის სხდომის შეჯამებისას.

 

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მართალია, წელს იყო გაცილებით მეტი ჩართულობა, ვიდრე ეს იყო შარშან, მაგრამ გარკვეული სირთულეები ამ მიმართულებით მაინც გამოიკვეთა. „ვფიქრობ, ამ ნაწილში, წელს ალბათ ჩვენ სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში დავაყენებთ საკითხებს კონკრეტული რაიონების თუ რეგიონების დონეზე, რათა კონკრეტულად გაეცეს პასუხი ყველა პრობლემას, იმიტომ, რომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს - ეს არ არის ერთი უწყების, კონკრეტულად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრობლემა, ეს არის ყველა უწყების, თითოეული ჩვენგანის პრობლემა და გამოწვევა“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

 

კომიტეტმა ამავე სხდომაზე განიხილა და დაამტკიცა აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2018 წლის საშემოდგომო სესიის საზედამხედველო საქმიანობის გეგმა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი

5 აპრ 2021კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო პოლიტიკის სიმკაცრის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით ბოლო სამ თვეში...

უცხოური ინვესტიციების დინამიკა

29 მარ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველოში შემოსული 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 617 მლნ აშშ...

უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა

24 მარ 2021კვირის გრაფიკი

            2020 წლის დასაწყისში უძრავი ქონებების რეგისტრაციებმა მნიშვნელოვნად შემცირდა გასულ წლებთან შედარებით. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2020 წლის პირველი ოთხი თვის პირველადი და...