03:34 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
რბოლა უკეთესი კამერისთვის: ოქტომბერში Samsung 4 მოდულიანი კამერის მქონე სმარტფონს წარადგენს
ლარის საბაზრო კურსი ამ მომენტისათვის

სიახლეები

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი: სახელმწიფო ვალი ნელი მოქმედების შხამია მომავალი თაობებისთვის

 

2019 წელს საფრანგეთის ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 2,8%-ს შეადგენს, გასული წლის 2,6%-ის ნაცვლად, განაცხადა საფრანგეთის ფინანასთა მინისტრმა, ბრუნო ლე მერმა. 

 

გასულ წელს, როგორც იქნა, საფრანგეთის საბიუჯეტო დეფიციტი ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს (3%) ჩამოსცდა, თუმცა წელს კვლავ დაიბრუნა ზრდის ტენდენცია. ლე მერის თქმით, ბიუჯეტის დეფიციტი კონკრეტული ფაქტორებით არის გამწვეული, მათ შორის ყველაზე მთავარია საშემოსავლო გადასახადის რეფორმა, რამაც საბიუჯეტო შემოსავლების შემცირება გამოიწვია. 

 

ამ ცვლილების გარეშე ახლა ჩვენი დეფიციტი მშპ-ის 1,9% იქნებოდა, თქვა მინისტრმა. მინისტრმა აღნიშნა, რომ დინამიკა ყოველმხრივ პოზიტიურია და  ეტაპობრივად მცირდება ქვეყნის სახელმწიფო ვალი, რაც "ნელი მოქმედების შხამია" მომავალი თაობებისთვის. 

 

2018 წელს საშემოსავლო გადასახადის შემცირებამ ფრანგებს 6 მილიარდი ევროს დაზოგვის საშუალება მისცა.  2019 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 20 მილიარდს მიაღწევს. მოგების გადასახადი საფრანგეთში შემოსავლის 44,2%-ს (2018 ფისკალურ წელს 0,8%-ით შემცირდა) შეადგენს.  

 

სახელმწიფო ვალი ქვეყნის მშპ-ის 98,6%-ს შეადგენს. 2018 წელს საფრანგეთმა სავალე ვალდებულებების უზრუნველყოფისთვს 41,2 მილიარდი ევრო გადაიხადა. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში

30 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       კორონავირუსის შემთხვევებით ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველო მსოფლიოში ამ ეტაპისთვის 21-ე ადგილზეა. Worldometers-ის მონაცემებით საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 33,208-ს, რაც...

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...