03:31 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საავტომობილო გზების დეპარტამენტი 15 ოქტომბრამდე 26 ტენდერს გამოაცხადებს
საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი: სახელმწიფო ვალი ნელი მოქმედების შხამია მომავალი თაობებისთვის

სიახლეები

რბოლა უკეთესი კამერისთვის: ოქტომბერში Samsung 4 მოდულიანი კამერის მქონე სმარტფონს წარადგენს

 

კომპანია Huawei-ს მიერ გამოშვებული სმარტფონი P20 Pro, რომელსაც სამ მოდულიანი ძირითადი კამერა ჰქონდა, მწარმოებლებს შორის ახალი რბოლის დაწყების საფუძველი გახდა.  

 

Samsung-მა ჩინელ კონკურენტებს სწრაფად უპასუხა და გამოუშვა Galaxy A7, რომელიც ასევე სამმაგი ძირითადი კამერით არის აღჭურვილი, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ამ რბოლაში Huawei ერთი ნაბიჯით წინაა. 

 

რასაკვირველია, Samsung-ს დიდი ამბიციები აქვს და 11 ოქტომბერს ის ახალ სმარტფონს - Galaxy A9-ს (Star/Pro) წარადგენს. გერმანული AllAboutSamsung-ის ინფორმაციით, A9 გახდება მსოფლიოში პირველი სმარტფონი, ოთხმაგი კამერის მოდულით. 

 

სმარტფონის ძირითადი მოდული 20 მეგაპიქსელიანი იქნება, რასაც დაემატება 8 მეგაპიქსელიანი ფართოკუთხოვანი მოდული და 10 და 5 მეგაპიქსელიანი მოდულები ოპტიკური ზუმისთვის.

 

გარდა ამისა, აპარატი 24 მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერით აღიჭურვება. სმარტფონს ექნება 6,28 დუიმიან Super AMOLED ეკრანი, Qualcomm Snapdragon 660 პროცესორი და 3720 მილიამპერიანი ბატარეა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში

30 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       კორონავირუსის შემთხვევებით ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველო მსოფლიოში ამ ეტაპისთვის 21-ე ადგილზეა. Worldometers-ის მონაცემებით საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 33,208-ს, რაც...

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...