22:14 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ტესტი: ხარ თუ არა ტრადიციული ადამიანი?
McDonald's საკვებ პროდუქტებში ხელოვნურ კონსერვანტებს, საღებავებს და არომატიზატორებს აღარ გამოიყენებს

სიახლეები

ტურიზმის სფეროში შექმნილი დამატებითი ღირებულება 3 მილიარდს აღემატება

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ ტუროპერატორებს საერთაშორისო კვლევების შედეგები გააცნო. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ტურუსტულად მზარდი ქვეყნების სიაშია. საერთაშორისო კვლევითი პორტალის Numbeo-ს მონაცემებით 2018 წელს, საქართველომ, მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის, დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსების მიხედვით, 2017 წელთან შედარებით, პოზიცია ორი საფეხურით გაიუმჯობესა და მე-5 ადგილი დაიკავა. 

 

"ავტორიტეტული პორტალი Numbeo-ს მონაცემებით, საქართველომ უსაფრთხო ქვეყანების რეიტინგში ორი ადგილით წინ გადავიდა და ჩვენ მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის მე-5 ადგილს ვიკავებთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში უფრო მეტი ტურისტის მოზიდვას და სამუშაო ადგილების შექმნას. ეს არის მთელი მთავრობის დამსახურება, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინიტროს მუშაობის, რის შედგადაც საქართველოს აქვს ძალიან კარგი შედეგი უსაფრთხოების კუთხით. აღსანიშნავია, რომ საქართველომ გაუსწრო ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან: ესტონეთი, შვედეთი, შვეიცარია, ავსტრია და ა.შ. ამ ფონზე ვიმედოვნებ, რომ საქართველოს კიდევ უფრო მეტი ტურისტი ეწვევა."-განაცხადა ირმა ქავთარაძემ.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის 2017 წლის ანგარიში შეაფასა, რომლის მიხედვითაც საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ტურისტული ქვეყანაა. 

 

"უფრო მეტი ტურისტის მოზიდვას ხელს უწყობს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველო დასახელდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება, მსოფლიოს მასშტაბით ჩვენ მე-4 ადგილზე ვართ. ეს არის მთელი იმ ღონისძიების შედეგი, რომელსაც წლების განმავლობაში ატარებს როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ასევე მთელი მთავრობა. ასევე ეს არის იმ ძალისხმევის შედეგი, რომელიც გაწიეს ტუროპერატორებმა, ამ სფეროში ჩართულმა კომპანიებმა და ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც ტურიზმის სექტორში საქმიანობენ. " განაცხადა ირმა ქავთარაძემ.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ტუროპერატორებს ტურიზმის საერთაშორისო დღე მიულოცა, რომელიც 27 სექტემბერს აღინიშნება. ირმა ქავთარაძის განცხადებით ტურიზმის სფეროში შექმნილი დამატებითი ღირებულება 3 მილიარდს აღემატება, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია ჩვენი ეკონომიკისთვის, ამ სფეროს განვითარება ხელს უწყობს მომიჯნავე დარგებს როგორიც არის კვების, სამშენებლო ინდუსტრია და ა.შ. " 

 

სასტუმრო "იოტაში" ტუროპერატორებთან გამართულ შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი ესწრებოდა. შეხვედრაზე ტურიზმის სექტორში მიმდინარე სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრეს.

 

"საქართველო ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოა სადაც უზრუნველოყოფილია ტურისტების უსაფრთხოება."-განაცხადა სასტუმრო "იოტაში" გამართულ შეხვედრაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის ხელმძღვანელის მოადგილემ მედეა ჯანიაშვილმა. 

 

"ძალიან მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში დაწინაურდა და ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოა, სადაც უზრუნველოყოფილია როგორც საკუთარი მოლაქეების, ასევე ტურისტების უსაფრთხოება. ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის არაერთ ანგარიშში მოხვდა, როგორც სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება, რაც არამხოლოდ ქვეყნის მასშტაბით არის ძალიან სასიხარულო, არამედ საერთაშორისო დონეზეც კიდევ უფრო წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას და კიდევ უფრო დადებით იმიჯს უქმნის საქართველოს. "-აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მშპ-ს და ვალის ცვლილება

26 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

       2020 წელს საქართველოში სახელმწიფო ვალის 16%-იანი ზრდა ხოლო მშპ-ს 5%-იანი კლება არის მოსალოდნელი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლოესი მონაცემებით 2020 წელს საქართველოს მშპ მიმდინარე...

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი