13:15 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
არაკომერციული ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა
არაკომეციული ორგანიზაციების სექტორის ბრუნვის მოცულობა 3%–ით გაიზარდა

სიახლეები

რაჭაში დღემდე 155 ტონა ყურძენი დაიკრიფა

 

რაჭის რეგიონში რთველის პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა. 30 სექტემბრის მდგომარეობით, რაჭაში 155 ტონა ყურძენი (მუჯურეთული და ალექსანდროული) დაიკრიფა და ჩაბარდა. 

 

რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ანდრო ასლანიშვილის განცხადებით, რაჭაში რთველი ისეთივე წარმატებით ჩატარდება, როგორც კახეთის რეგიონში.

 

„დღეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 18 ღვინის მწარმოებელი კომპანია 8 ლოკაციაზე იბარებს ადგილობრივი მევენახეებისგან ყურძენს. ოთხი მიმღები პუნქტი გახსნილია ქალაქ ამბოლაურში, ორი სოფელ ხვანჭკარაში და თითო პუნქტი - სოფელ ჭრებალოსა და ბუგეულში. ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, რთველის პროცესში ჩართულები არიან ამპელოგრაფები. რთველის საკოორდინაციო შტაბში სულ დარეგისტრირებულია 29 ღვინის ღვინის მწარმოებელი კომპანია, რომლებიც მოსახლეობისგან ყურძნის შესყიდვის პროცესში ჩაერთვებიან“ - აღნიშნა ანდრო ასლანიშვილმა.

 

რთველის საკოორდინაციო შტაბი ამბროლაურში 25 სექტემბერს გაიხსნა. 

 

წინასწარი მონაცემებით, წელს რაჭაში მუჯურეთულისა და ალექსანდროულის 1500 ტონამდე მოსავალს ელიან. 

 

რთველი დასასრულს უახლოვდება კახეთის რეგიონში, სადაც წელს გადამუშავებულმა ყურძენმა და მევენახეების შემოსავალმა, ბოლო თითქმის 30 წლის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია: გადამუშავებულია 180 ათასამდე ტონა ყურძენი, მევენახეების შემოსავალმა რთველის დაწყებიდან დღემდე 245 მლნ ლარს მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი

5 აპრ 2021კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო პოლიტიკის სიმკაცრის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით ბოლო სამ თვეში...

უცხოური ინვესტიციების დინამიკა

29 მარ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველოში შემოსული 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 617 მლნ აშშ...

უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა

24 მარ 2021კვირის გრაფიკი

            2020 წლის დასაწყისში უძრავი ქონებების რეგისტრაციებმა მნიშვნელოვნად შემცირდა გასულ წლებთან შედარებით. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2020 წლის პირველი ოთხი თვის პირველადი და...