07:05 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლარის საბაზრო კურსი ამ მომენტისათვის
თურქეთში საპოლიციო რეიდები დაიწყო - ფულის გათეთრების ბრალდებით არის დაკავებული 417 ადამიანი

სიახლეები

რატომ იზრდება საწვავის ფასი?

 

სექტემბერში, საქართველოს საცალო ქსელში ნავთობპროდუქტები საშუალოდ 5-8 თეთრით გაძვირდა.

 

დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები საქართველოს საცალო ქსელში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: რეგულარი ტიპის ბენზინი - 2,34-2,52 ლარი/ლიტრაზე, პრემიუმი ტიპის ბენზინი - 2,47-2,60 ლარი/ლიტრაზე, სუპერი ტიპის ბენზინი - 2,57-2,68 ლარი/ლიტრაზე, ევრო დიზელის საწვავი - 2,50-2,64 ლარი/ლიტრაზე.

 

ბენზინისა და დიზელის გაძვირება საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირებას და ლარის კურსის ვარდნას უკავშირდება.

 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, სექტემბრის  თვეში ნავთობის ფასი  ძირითადად იზრდებოდა. კერძოდ, თვის განმავლობაში  გაიზარდა საშუალოდ 5,24 დოლარით/ბარელზე ანუ 6,77%-ით  და დღეისათვის შეადგენს 82,67 დოლარს/ბარელზე.  ხოლო აგვისტოს თვის დასაწყისიდან ნავთობის ფასი გაზრდილია საშუალოდ 8,42 დოლარით/ბარელზე ანუ 11.3 %-ით. ცნობისათვის, წლის დასაწყისში ბარელი ნავთობი შეადგენდა  საშუალოდ 67 დოლარს. უნდა აღინიშნოს, რომ ნავთობის ამჟამინდელი ფასი ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე დგას 2014 წლის ნოემბრის თვის შემდეგ.

 

„მიმდინარე ეტაპზე ნავთობის ფასის ზრდა განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით: როგორც ცნობილია, ნოემბრის თვიდან ძალაში შედის სანქციები ირანის წინააღმდეგ. შესაბამისად არის მოლოდინი იმისა, რომ ირანიდან ნავთობის ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდება. უნდა ითქვას, რომ მიმდინარე ეტაპზე ინდური და ჩინური კომპანიები მასიურად აცხადებენ უარს ირანული ნავთობის შესყიდვაზე. აშშ ავლენს პრინციპულ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით, რომლის ინიციატორიც გახლავთ ის და მისი მიზანია, რომ ირანიდან ნავთობის ექსპორტი დავიდეს ნულამდე.

 

ასევე უნდა აღინიშნოს, „ოპეკის +“-ის შეთანხმება ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით მიმდინარე ეტაპზე გეგმის მიხედვით ხორციელდება. თუმცა შესაძლებელია, ნავთობის ფასზე პოზიტიური გავლენა (შემცირებისკენ) მოახდინოს იმან, რომ შესაძლოა საუდის არაბეთმა უახლოეს პერიოდში დაიწყოს ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის გაზრდა ყოველდღიურად 0.5 მლნ ბარელით. თუმცა ეს დამოკიდებულია ქუვეითთან მოლაპარაკებებზე ამ ორი ქვეყნის ნეიტრალურ ზონაში ნავთობის მოპოვების განახლებასთან დაკავშირებით“, - აცხადებს ორგანიზაცია.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა მსოფლიოში

29 ივნ 2020კვირის გრაფიკი

  კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ ათ მილიონს გადააჭარბა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცმებით 28 ივნისის ჩათვლით მსოფლიოში დაფიქსირებულია კორონავირუსის 10,111,259...

კორონავირუსი და მშპ-ს რეალური ზრდა

22 ივნ 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოშირეალური მშპ  პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.7%-ით შემცირდა. აღნიშნული კლება აღემატება ევროპის საშუალო კლებას (-2.2%). რეალური მშპ-ს...

კორონავირუსის ზეგავლენა საქართველოს ბიუჯეტზე

15 ივნ 2020კვირის გრაფიკი

      2020 წლის აპრილის თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები შემცირდა 13%-ით. საგადასახადო შემოსავლების კლება ნაწილობრივ...

პოპულარული