06:21 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მსოფლიოს ყველაზე ჯანსაღი ტრადიციული სამზარეულოები
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური "ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

სიახლეები

ნათია თურნავა: „კიდევ უფრო აქტიურად დავუჭერთ მხარს მცირე ჰესების განვითარებას“

 

„ჩვენი ენერგეტიკული სისტემა დიდი გამოწვევის წინაშე დგას, რადგან დაჩქარებული ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ ძალიან იზრდება მოხმარება ენერგეტიკულ სექტორში და ეკონომიკის სამინისტრო კიდევ უფრო აქტიურად დაუჭერს მხარს  მცირე ჰესების განვითარებას“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ ბოდორნაჰესის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ნათია თურნავამ  კომპანია GWP-ს წარმომადგენლებს მიულოცა ახალი პროექტის წარმატებით განხორციელება, მან ასევე პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა ნიდერლანდების განვითარების ბანკს და გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოებას. 

 

ბოდორნაჰესის მშენებლობისთვის განხორციელებული ინვესტიციის საერთო მოცულობა 10 მლნ ლარია. ახალი ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლრავე 2.5 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება - 15 მლნ.კვტ/სთ. როგორც ჰესის გახსნის ღონისძიებაზე აღინიშნა, ბოდორნაჰესი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სათავე ნაგებობებისა და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას გააუმჯობესებს, რაც თავის მხრივ თბილისის სტაბილური წყალმომარაგების კიდევ ერთი გარანტია იქნება. 

 

ნათია თურნავას შეფასებით, ბოდორნაჰესი, გარდა იმისა, რომ 15 მილიონ კილოვატ საათს შემატებს სისტემას, იმითაცა გამორჩეულია, რომ ე.წ. „მწვანე ჰესია“. „ის  იმ კატეგორიის სადგურებს მიეკუთვნება, რომლებზეც ჩვენს საზოგადოებაში  არსებობს სრული კონსენსუსი, მათ შორის ენერგეტიკოსებსა და გარემოს დაცვით სპეციალისტებს შორის იმ თვალსაზრისით, რომ არის მხოლოდ სიკეთის და დასაქმების მომტანი, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო და ასევე იმ მაღალმთიან რეგიონებში, სადაც ბევრი სხვა ბიზნესი შეიძლება ვერ განვითარდეს“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. 

 

ამასთან, როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, დღეს საქართველოში  დაახლოებით 80-მდე ასეთი ტიპის მცირე სადგური გვაქვს, თუმცა, მისი თქმით, ეს არ შეესაბამება ჩვენს პოტენციალს, მზარდ მოთხოვნებს და ეს მიმართულება განსაკუთრებით მხარდასაჭერია. 

 

„გპირდებით, რომ უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო მეტი ახალი, მათ შორის მცირე სადგურის ექსპლუატაციაში შესვლის მომსწრეები გავხდებით“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა მსოფლიოში

29 ივნ 2020კვირის გრაფიკი

  კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ ათ მილიონს გადააჭარბა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცმებით 28 ივნისის ჩათვლით მსოფლიოში დაფიქსირებულია კორონავირუსის 10,111,259...

კორონავირუსი და მშპ-ს რეალური ზრდა

22 ივნ 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოშირეალური მშპ  პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.7%-ით შემცირდა. აღნიშნული კლება აღემატება ევროპის საშუალო კლებას (-2.2%). რეალური მშპ-ს...

კორონავირუსის ზეგავლენა საქართველოს ბიუჯეტზე

15 ივნ 2020კვირის გრაფიკი

      2020 წლის აპრილის თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები შემცირდა 13%-ით. საგადასახადო შემოსავლების კლება ნაწილობრივ...

პოპულარული