სიახლეები
გაეროს საერთაშორისო სასამართლომ აშშ-ის მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციების ნაწილი შეაჩერა
გაეროს საერთშრისო სასამართლომ აშშ-ის მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციების ნაწილი შეაჩერა. ოფიციალური თეირანი გადაწყვეტილებას უკვე მიესალმა. ინფორმაციას ამის შესახებ Tasnim ავრცელებს.
"ირანი მიესალმება საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას აშშ-ის უკანონო მოქმედებების წინააღმდეგ", - ნათქვამია ირანის ადმინისტრაციის ოფიციალურ განცხადებაში.
ირანში მიაჩნიათ, რომ ეს გადაწყვეტილება ირანის სიმართლესა და აშშ-ის სიცრუეს ადასტურებს. თეირანში აღნიშნეს, რომ ირანი ბირთვულ იარაღს არ აწარმოებს და აშშ მათ ტყუილად სდებს ბრალს.
დღეს გაეროს საერთაშორისო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ირანის სარჩელი აშშ-ის წინააღმდეგ. სასამართლომ აუკრძალა აშშ-ის ირანისთვის ექსპორტის შეზღუდვა და მოუწოდა მხარეებს, პრობლემები მოლაპარაკების გზით გადაჭრან.
შეგახენებთ, ბირთვული შეთანხმება თეირანთან 2015 წელს გააფორმა 6-მა დიდმა სახელმწიფომ: რუსეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ჩინეთმა, აშშ-მ, საფრანგეთმა და გერმანიამ. 2018 წლის მაისში შეთანხმება ცალმხრივად გაწყვიტა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მსგავსი სიახლეები

5 ივნ 2019საერთაშორისო
ლონდონში ქართული ლიტერატურისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

5 ივნ 2019საერთაშორისო
სი ძინპინი რუსეთს ეწვია

5 ივნ 2019საერთაშორისო
ვიტალი კლიჩკო მიხეილ სააკაშვილს პარტია "უდარის" ლიდერობას სთავაზობს
კვირის გრაფიკი
კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იან 2021კვირის გრაფიკი
მართალია ისტორიაში ყველაზე დიდი გლობალური ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს, ვაქცინაზე ადექვატური წვდომა ძირითადად მხოლოდ შეძლებულ ქვეყნებს აქვთ. Bloomberg-ის მონაცემებით...
სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იან 2021კვირის გრაფიკი
უფრო მდიდარ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები უფრო ნაკლებ დროს ატარებენ სამუშაოზე. Ourworldindata-ს მიხედვით ქვეყნებში სადაც წლიურად ნამუშევარი საათების რაოდენობა ნაკლებია 1700-ზე...
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვები მსოფლიოში
28 დეკ 2020კვირის გრაფიკი
მსოფლიოს განვითარებულმა სახელმწიფოებმა კორონავირუსის ვაქცინები მათთვის საკმარისი რაოდენობით უკვე დაიჯავშნეს. ვინაიდან ვაქცინები თავდაპირველ ეტაპზე შეზღუდული რაოდენობით...
პოპულარული

მსოფლიოს ენერგიის პრობლემა
21 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვები მსოფლიოში
28 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

B კატეგორიის ტაქსებს მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით საქმიანობა 2022 წლამდე შეეძლებათ
17 დეკემბერი, 2020ტრანსპორტი

არჩილ თალაკვაძე საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა
17 დეკემბერი, 2020პოლიტიკა
