04:03 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საღამოს საკითხავი
BMW-მ 3-Seriеs (მესამე სერიის) ახალი ავტომობილი წარადგინა

სიახლეები

ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი უნივერსიტეტში ცუდად სწავლობდა

 

დღეს შვედეთის აკადემიამ ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები დაასახელა. მათ შორის არის გრეგორი ვინტერი, რომელსაც ნობელის პრემია ქიმიური მოლეკულების ევოლუციის თავისებურებათა კვლევისთვის გადაეცემა. 

 

უცნაურია, მაგრამ თურმე გრეგორი უნვიერსიტეტში ძალიან ცუდად სწავლობდა და იმედისმომცემ სტუდენტად არ ითვლებოდა. ამ საკითხზე ის დღეს თავად ესაუბრა სააგენტო ТТ-ს. 

 

"კემბრიჯში სწავლის ბოლო წელს მე გამოცდებზე ცუდი შედეგები ვაჩვენე, იყო დიდი ალბათობა, რომ საერთოდ ვერ გავმხდარიყავი მეცნიერი", - უთხრა მან ჟურნალისტს. 

 

მიუხედავად ამისა, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ მასში პოტენციალი დაინახა, გამონაკლისი დაუშვა და მხარი დაუჭირა მომდევნო სამეცნიერო საქმიანობაში. 

 

"მე მთელი არსებით მსურდა დამემტკიცებინა გამომცდელებისთვის, რომ ისინი შეცდნენ და ვინც ჩემი ირწმუნა, მართალი იყო", - თქვა ვინტერმა. 

 

პროფესორი სერ გრეგორი პოლ ვინტერი 1991 წელს დაიბადა. ის გენური ინჟინერიის მიმართულებით მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სპეციალისტად ითვლება. ვინტერი არაერთი წიგნის, შრომისა და პრაქტიკული მიღწევის ავტორია. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში

30 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       კორონავირუსის შემთხვევებით ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველო მსოფლიოში ამ ეტაპისთვის 21-ე ადგილზეა. Worldometers-ის მონაცემებით საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 33,208-ს, რაც...

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...