06:23 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ანდრო ასლანიშვილი: რაჭაში წელს ყურძნის საუკეთესო მოსავალია
მამუკა ბახტაძე: სიღარიბეს ვერ დავამარცხებთ, თუ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი არ გაიზარდა მთლიან შიდა პროდუქტში

სიახლეები

მარკო კეინერი: წყლის რესურსების მართვის მიმართულებით საქართველო სწორად ვითარდება

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა წყლის რესურსების ინტეგრირებულ მართვაზე ეროვნული პოლიტიკური დიალოგის საკოორდინაციო კომიტეტის რიგით მეექვსე შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

 

ნინო თანდილაშვილის განცხადებით, ქვეყანაში, სადაც გარემოს დაცვა პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, წყლის რესურსების ეფექტიანი მართვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

 

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონპროექტის მნიშვნელობაზე, ქვეყნის მასშტაბით წყლის რესურსების ეფექტიან მართვასა და აღნიშნულ პროცესში მუნიციპალიტეტების ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა. ნინო თანდილაშვილმა დონორ ორგანიზაციებს კანონპროექტის შემუშავებაში გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

 

როგორც გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) გარემოსდაცვითი დეპარტამენტის დირექტორმა, მარკო კეინერმა აღნიშნა, წყლის რესურსების მართვის მიმართულებით საქართველო სწორად ვითარდება. უკვე შემუშავებულია კანონპროექტი, რაც დიდი ნახტომია ქვეყნის მომავლისთვის და ქმნის საფუძველს, UNECE-ის მხრიდან მეტი მხარდაჭერისთვის.

 

შეხვედრა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) და ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუსი აღმოსავლეთი პარტნიორობისთვის (EUWI+) პროექტის ფარგლებში გაიმართა.

 

შეხვედრაში სხვადასხვა სამინისტროს, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში წყლის რესურსების მართვის სფეროში მიმდინარე საერთაშორისო პროექტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა მსოფლიოში

29 ივნ 2020კვირის გრაფიკი

  კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ ათ მილიონს გადააჭარბა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცმებით 28 ივნისის ჩათვლით მსოფლიოში დაფიქსირებულია კორონავირუსის 10,111,259...

კორონავირუსი და მშპ-ს რეალური ზრდა

22 ივნ 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოშირეალური მშპ  პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.7%-ით შემცირდა. აღნიშნული კლება აღემატება ევროპის საშუალო კლებას (-2.2%). რეალური მშპ-ს...

კორონავირუსის ზეგავლენა საქართველოს ბიუჯეტზე

15 ივნ 2020კვირის გრაფიკი

      2020 წლის აპრილის თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები შემცირდა 13%-ით. საგადასახადო შემოსავლების კლება ნაწილობრივ...

პოპულარული