14:51 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
აშშ-მ ირანთან 1955 წელს დადებული მეგობრობის ხელშეკრულება გააუქმა
მარკო კეინერი: წყლის რესურსების მართვის მიმართულებით საქართველო სწორად ვითარდება

სიახლეები

ანდრო ასლანიშვილი: რაჭაში წელს ყურძნის საუკეთესო მოსავალია

 

რაჭის რეგიონში რთველის პროცესი აქტიურ ფაზაშია. დღეის მდგომარეობით, რაჭაში 1080 ტონა ყურძენი: მუჯურეთული და ალექსანდროული დაიკრიფა და ჩაბარდა. რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ანდრო ასლანიშვილის განცხადებით, რთველის პროცესი რაჭაში შეუფერხებლად მიმდინარეობს.

 

„რაჭის რეგიონში წელს ალექსანდროულისა და მუჯურეთულის საუკეთესო მოსავალია. ხარისხთან ერთად, გაზრდილია მოსავლის რაოდენობაც. ბოლო წლებში რეგიონში ახალი ვენახები გაშენდა და წელს, გასულ წლებთან შედარებით, თითქმის გაორმაგებულ მოსავალს ველოდებით რაჭაში. დღეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 15 ღვინის მწარმოებელი კომპანია 5 ლოკაციაზე იბარებს ადგილობრივი მევენახეებისგან ყურძენს. რთველის საკოორდინაციო შტაბში სულ დარეგისტრირდა 33 ღვინის ღვინის მწარმოებელი კომპანია, რომლებიც მოსახლეობისგან ყურძენს ჩაიბარებს“ - აღნიშნა ანდრო ასლანიშვილმა. 

 

რთველის საკოორდინაციო შტაბი ამბროლაურში 25 სექტემბერს გაიხსნა. ყურძნის მიმღები პუნქტები 09 საათიდან 18.00 საათამდე მუშაობს. ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, რთველის პროცესში ჩართულები არიან ამპელოგრაფები. წინასწარი მონაცემებით, წელს რაჭაში მუჯურეთულისა და ალექსანდროულის 1500 ტონაზე მეტ მოსავალს ელიან. 

 

რთველი დასასრულს უახლოვდება კახეთის რეგიონში, სადაც გადამუშავებულია 200 ათასზე მეტი ტონა ყურძენი. კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში მევენახეების შემოსავალმა დაახლოებით 300 მლნ ლარს მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი

5 აპრ 2021კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო პოლიტიკის სიმკაცრის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით ბოლო სამ თვეში...

უცხოური ინვესტიციების დინამიკა

29 მარ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველოში შემოსული 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 617 მლნ აშშ...

უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა

24 მარ 2021კვირის გრაფიკი

            2020 წლის დასაწყისში უძრავი ქონებების რეგისტრაციებმა მნიშვნელოვნად შემცირდა გასულ წლებთან შედარებით. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2020 წლის პირველი ოთხი თვის პირველადი და...