00:03 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლარის საბაზრო კურსი ამ მომენტისათვის
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი შავი ზღვის უსაფრთხოება იყო

სიახლეები

 iPhone XS Max კამერის ხარისხით Huawei P20 Pro-ს ჩამორჩება

 

პორტალ DxOMark, რომელიც ვიდეოკამერების პროფესიონალური შედარებით არის ცნობილი, iPhone XS Max-ის კამერის ტესტირების შედეგებს აქვეყნებს.

 

Apple-ისთვის სამწუხაროდ, მოწყობილობა ბევრად ჩამორჩება Huawei P20 Pro-ს, რომელსაც სამმაგი ძირითადი მოდული აქვს. DxOMark-ის სპეციალისტებმა ის მარტის თვეში შეამოწმეს და უმაღლესი შეფასება მიანიჭეს.

 

iPhone XS Max -ის ფოტოგადაღების ხარისხი 110 ქულით შეფასდა, ხოლო ვიდეოგადაღების ხარისხი - 96 ქულით. საშუალო მაჩვენებელმა 105 ქულა შეადგინა, რაც მთელი 4 ქულით ჩამორჩება Huawei P20 Pro-ის შეფასებას.

 

DxOMark iPhone XS Max-ის კამერის ძლიერ მხარეებსაც ასახელებს: მას კარგი ავტოფოკუსი, შესანიშნავი დეტალიზაცია და უმაღლესი დონის ვიდეოსტაბილიზაცია აქვს. მისი ნაკლი კი არაზუსტ ექსპონირებასა და ცუდი განათების პირობებში შედარებით უხარისხო ფოტოების გადაღებაში მდგომარეობს.

 

კიდევ ერთი ფლაგმანის - Samsung Galaxy Note 9-ის კამერა ამავე შეფასეიბს შკალაზე 103 ქულით შეფასდა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი