00:13 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მაიკლ პომპეო: აშშ-ს ჩინეთის ეკონომიკური განვითარების შეფერხება არ სურს
ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1019.7 ლარია

სიახლეები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ" ზუგდიდში ახალგაზრდულ ინოვაციების ბანაკს უმასპინძლეს

 

ფინანსური განათლების წლის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ" ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ფინანსური წიგნიერების თემაზე ახალგაზრდულ ინოვაციების ბანაკს უმასპინძლეს. ეს ღონისძიება ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით წელს მეორედ ჩატარდა.

 

ინოვაციების ბანაკი ფინანსური წიგნიერების თემაზე - ეს არის იდეების გენერირების 12-საათიანი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები გუნდურად მუშაობენ კონკრეტული ბიზნეს და საგანმანათლებლო გამოწვევის გარშემო. ახალგაზრდების ამოცანაა წარმოადგინონ იდეები და ეფექტური მეთოდებითა და ინოვაციური გზებით გადაჭრან არსებული პრობლემები.

 

ინოვაციების ბანაკი ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის "სამეწარმეო განათლების მხრადაჭერა ევროპასა და ევრაზიაში" ფარგლებში ხორციელდება და 2018 წელს მასში ექვსი კომერციული ბანკი  - თიბისი ბანკი, კრედო ბანკი, ლიბერთი ბანკი, საქართველოს ბანკი, ტერა ბანკი, ფინკა ბანკი საქართველო - და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი ჩაერთო. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 15-დან 18 წლამდე ასაკის 120-მა ახალგაზრდამ აჭარის, გურიის, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებიდან.

 

ღონისძიების გახსნისას მონაწილეებს ჩაუტარდათ ინტერაქტიული პრეზენტაცია ფინანსური განათლების თემაზე, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებმა იმსჯელეს ფინანსური განათლების არსისა და მნიშვნელობის შესახებ. ამის შემდეგ მათ მიეცათ სიტუაციური დავალება, რომლის გადაჭრის გზებზეც დღის განმავლობაში გუნდურად იმუშავეს.

 

პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა ისწავლეს, თუ როგორ უნდა მოახდინონ იდეების განვითარება და ჩამოყალიბება შეზღუდული დროის პირობებში. მუშაობის პროცესში მათ ჰქონდათ წვდომა საჭირო ხელსაწყოებზე, ინფორმაციასა და რესურსებზე, კომერციული ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კი საფინანსო სფეროს „მოხალისე ექსპერტების" როლი შეასრულეს: ისინი მონაწილეებს უწევდნენ  კონსულტაციას, აძლევდნენ რჩევებს, ეხმარებოდნენ ინოვაციური იდეების განვითარებაში და აწვდიდნენ ინფორმაციას ფინანსური განათლებისა და საფინანსო სფეროს შესახებ.  

 

ღონისძიების დასასრულს თითოეულმა გუნდმა წარადგინა ბიზნეს-გეგმა, რის საფუძველზეც კომპეტენტურმა ჟიურიმ  გამარჯვებული გუნდი გამოავლინა. გამარჯვებულებსა და ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცათ საჩუქრები და 123 ქვეყანაში ცნობადი სერტიფიკატი "ინოვაციების ბანაკში" მონაწილეობისთვის.

 

„ბავშვებისა და ახალგაზრდების სეგმენტი ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს. საქართველოს ეროვნული ბანკისა და „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს" ერთობლივი ინოვაციების ბანაკი კი ახალგაზრდების ფინანსური განათლების ამაღლებისკენ გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ფინანსური წიგნიერების თემაზე ინოვაციების ბანაკი პირველად 2017 წელს გორში ჩატარდა, მან ხელი შეუწყო ახალგაზრდებში ფინანსური განათლებისა და, ზოგადად, ფინანსური საკითხების მიმართ ინტერესის გაღვივებას და ეს ინტერესი მზარდია. ამიტომ, ვიმედოვნებთ, რომ ინოვაციების ბანაკის პროექტით საქართველოს არაერთ რეგიონს ვესტუმრებით" - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა.

 

"სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა აღმოსავლეთ ევროპაში" 3-წლიანი პროექტია, რომელსაც მხარს უჭერს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და რომელიც JA Worldwide-ისა და JA ევროპის ხელმძღვანელობით, JA-ის ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართულობით ოთხ სამიზნე ქვეყანაში (საქართველო, მაკედონია, მოლდოვა და სერბეთი), სამეწარმეო განათლების დანერგვის მიზნით ხორციელდება.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე

9 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...

ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო

6 აგვ 2021კვირის გრაფიკი

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...

ფინანსური სისტემების განვითარების დონე მსოფლიოსა და საქართველოში

2 აგვ 2021კვირის გრაფიკი

ფინანსური განვითარების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 77-ე ადგილზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოში აღნიშნული ინდექსი შეადგენს 0.30-ს, რაც მსოფლიოს საშუალო...