06:26 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
რა იწვევს დეჟავიუს? - საინტერესო ფაქტები ამ უცნაური ფენომენის შესახებ
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ხვალ

სიახლეები

სექტემბრის თვეში საქართველოში საწვავის იმპორტი შემცირდა

 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

 „მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა  81,2 ათასი ტონა, რაც 26,3 ათასი ტონით ნაკლებია აგვისტოს თვის მაჩვენებელთან შედარებით და 28,3 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის სექტემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

 

მათ შორის, 2018 წლის სექტემბრის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  42,6  ათასი ტონა (კლება წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 14,9 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 38,5  ათასი ტონა (კლება 11,4 ათასი ტონით).

 

სულ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა  814,4 ათასი ტონა, რაც 27,8 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

 

მათ შორის, 2018 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  405,3  ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 409,1  ათასი ტონა.

 

ბენზინის საწვავის კატეგორიების მიხედვით, 2018 წლის სექტემბრის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 30,4  ათასი ტონა ანუ 71,4%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი - 11,9 ათასი ტონა ანუ 27,9%, A-98 სუპერი მარკის  ბენზინი - 0,3 ათასი ტონა ანუ 0,%.

 

ბენზინის საწვავის კატეგორიების მიხედვით 2018 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 285,1 თასი ტონა ანუ 70,3%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი - 113,6 ათასი ტონა ანუ 28,0%, A-98 სუპერი მარკის  ბენზინი - 6,6 ათასი ტონა ანუ 1,6%.

 

ქვეყნების მიხედვით 2018 წლის სექტემბრის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუმინეთიდან - 23,4  ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 28,8%-ს შეადგენს. შემდეგ  მოდიან: რუსეთი - 20,2 ათასი ტონა (24,9%), თურქმენეთი - 14,8 ათასი ტონა (18,2%);  აზერბაიჯანი - 9,3 ათასი ტონა (11,5%),   ბულგარეთი  - 8,5 ათასი ტონა (10,5 %);   საბერძნეთი -  4,8 ათასი ტონა (5,9%);  სხვა...

 

ქვეყნების მიხედვით 2018 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუსეთიდან - 211,7  ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 26,0%-ს შეადგენს. შემდეგ  მოდიან: რუმინეთი - 210,4 ათასი ტონა (25,8%);   თურქმენეთი  - 137,7 ათასი ტონა (16,9%); აზერბაიჯანი - 116,1 ათასი ტონა (14,2%), ბულგარეთი -  88,8 ათასი ტონა (10,9%); საბერძნეთი - 49,5 ათასი ტონა (6,1%).

 

საწვავის იმპორტის კლება განპირობებულია იმით, რომ ფაქტობრივად დასრულდა შვებულებების, დასვენებისა და მოგზაურობის აქტიური პერიოდი, როდესაც ტრადიციულად საწვავის მომხმარება და შესაბამისად, იმპორტი ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე დგას. ეს გახლავთ ზაფხულის თვეები. რაც შეეხება საწვავის მაღალი ფასიდან გამომდინარე საწვავის მოხმარების შემცირებას, ეს ფაქტორიც მოქმედებს, თუმცა რამდენად რეალური იქნება გავლენა, მომდევნო თვეებში გამოჩნდება საწვავის იმპორტის მოცულობიდან გამომდინარე.

 

 

 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა მსოფლიოში

29 ივნ 2020კვირის გრაფიკი

  კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ ათ მილიონს გადააჭარბა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცმებით 28 ივნისის ჩათვლით მსოფლიოში დაფიქსირებულია კორონავირუსის 10,111,259...

კორონავირუსი და მშპ-ს რეალური ზრდა

22 ივნ 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოშირეალური მშპ  პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.7%-ით შემცირდა. აღნიშნული კლება აღემატება ევროპის საშუალო კლებას (-2.2%). რეალური მშპ-ს...

კორონავირუსის ზეგავლენა საქართველოს ბიუჯეტზე

15 ივნ 2020კვირის გრაფიკი

      2020 წლის აპრილის თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები შემცირდა 13%-ით. საგადასახადო შემოსავლების კლება ნაწილობრივ...

პოპულარული