14:30 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დღეიდან თბილისში სიჩქარის კონტროლის 6 სექცია ამოქმედდა
ლარის საბაზრო კურსი ამ მომენტისათვის

სიახლეები

ანდრო ასლანიშვილი: "წელს ძალიან მაღალია ალექსანდროულისა და მუჯურეთულის გადამუშავების მაჩვენებელი"

 

რთველი-2018-ის ფარგლებში, რაჭაში ყურძნის მოსავლის დიდი ნაწილი დაბინავებულია. ამის შესახებ, რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ანდრო ასლანიშვილმა განაცხადა.

 

„მიუხედავად იმისა, რომ რაჭა-ლეჩხუმში ჯერ-ჯერობით რთველი არ დასრულებულა, შეიძლება ითქვას, რომ რეგიონში მოსავლის დიდი ნაწილი დაბინავებულია. წელს ძალიან მაღალია ალექსანდროულისა და მუჯურეთულის გადამუშავების მაჩვენებელი. თუ გასულ წელს 800 ტონა გადამუშავდა, წელს ეს მაჩვენებელი უკვე 1497 ტონას აღწევს“ - აღნიშნა ანდრო ასლანიშვილმა.

 

მისი თქმით, კომუნიკაცია მევენახეებსა და მეწარმეებს შორის რთველის პროცესში სრულად შედგა. „ამბროლაურში მევენახეების კეთილგანწყობა შეინიშნება. რთველი ყოველთვის ემოციური მომენტია, ადამიანებს აღელვებთ თავიანთი მოსავლის დაბინავების ბედი. ის ადამიანებიც კი, რომლებიც რთველის დასაწყისში მღელვარებას გამოხატავდნენ, ძალიან კარგ განწყობაზე არიან, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს“ - აღნიშნა რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა.

 

ანდრო ასლანიშვილის განცხადებით, 2007 წლის შემდეგ პირველმა არასუბსიდირებულმა რთველმა აჩვენა, რომ მეწარმეებიც და მევენახეებიც მზად არიან მეღვინეობის დარგის მდგრადი განვითარების პროცესში ჩასართავად.

 

„წლევანდელმა რთველმა გვიჩვენა, რომ როგორც კომპანიების, ისე მევენახეების მხრიდან ცალსახად არის ზრდისა და განვითარების, სიახლეების მიღებისა და გაზიარების პოტენციალი და მზადყოფნა. წლევანდელი რთველის პლიუსი ის იყო, რომ გვაქვს ურთიერთშეთანხმებული მოქმედებები და სურვილი, გადავდგათ ნაბიჯები უკეთესი მომავლისთვის, დარგის მდგარდი განვითრებისკენ“ - აღნიშნა მან.

 

9 ოქტომბრის მდგომარეობით, რაჭაში გადამუშავებულია 1500 ტონამდე ყურძენი - ალექსანდროული და მუჯურეთული, მევენახეების შემოსავალმა 10,4 მლნ ლარს მიაღწია. რაჭაში ყურძენი ღვინის საწარმოებს 1350-მა მევენახემ ჩააბარა. რაჭის რეგიონში რთველის პროცესში 50-მდე ღვინის კომპანია იყო ჩართული.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი

5 აპრ 2021კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო პოლიტიკის სიმკაცრის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით ბოლო სამ თვეში...

უცხოური ინვესტიციების დინამიკა

29 მარ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველოში შემოსული 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 617 მლნ აშშ...

უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა

24 მარ 2021კვირის გრაფიკი

            2020 წლის დასაწყისში უძრავი ქონებების რეგისტრაციებმა მნიშვნელოვნად შემცირდა გასულ წლებთან შედარებით. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2020 წლის პირველი ოთხი თვის პირველადი და...