01:05 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
აშშ-ის საფონდო ბირჟების პრობლემები ჩინეთსაც გადაედო
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: რა რისკების წინაშე დგას მსოფლიო ეკონომიკა?

სიახლეები

ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ორგანიზებულ სამიტზე ადამიანური კაპიტალის განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრა

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი სიტყვით გამოვიდა სამიტზე, რომელიც უკავშირდება მსოფლიო ბანკის ახალ, გლობალურ ინიციატივას „ადამიანური კაპიტალის განვითარების პროექტის შესახებ“ და ითვალისწინებს ინტენსიური რეფორმების განხორციელებას განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში.

 

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დასახელდა, დაახლოებით, 20 ქვეყანას შორის, სადაც პირველად დაიწყება აღნიშნული პროექტის ინიცირება. სამიტზე საქართველომ შერჩეულ 5 ქვეყანასთან და მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ, ჯიმ კიმთან ერთად აღნიშნული ინიციატივა ოფიციალურად წარადგინა.

 

სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკს მადლობა გადაუხადა პროექტის ინიცირებისთვის და აღნიშნა, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარება, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა.

 

მისი თქმით, აღნიშნული მიმართულებით საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას გეგმავს და ეს პირველ რიგში, უკავშირდება განათლების სექტორს. ფინანსთა მინისტრის თქმით, აღნიშნულ სფეროში დაგეგმილი რეფორმები განხორციელდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად და უზრუნველყოფს განათლების მაღალ ხარისხსა და საყოველთაო ხელმისაწვდომობას.

 

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მთავრობა ეტაპობრივად გეგმავს განათლების მიმართულებაზე გაწეული ხარჯების ზრდას იმისათვის, რომ საქართველო ადამიანური კაპიტალის  განვითარების კუთხითაც გახდეს საერთაშორისოდ აღიარებული რეფორმატორი ქვეყანა.

 

ფინანსთა მინისტრმა, ყურადღება გაამახვილა მთავრობის სოციალურ პოლიტიკასა და ჯანდაცვის სექტორში განხორციელებულ ღონისძიებებზე, ასევე ისაუბრა სისტემაში დაგეგმილ რეფორმებზე, რომელთა მიზანია, ფინანსური რესურსების  უფრო ეფექტიანი გამოყენება.

 

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა იმედი გამოთქვა, რომ განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში დაგეგმილი ინტენსიური რეფორმების განხორციელების პროცესში, მსოფლიო ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდამჭერი იქნება.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოში

17 ივნ 2019კვირის გრაფიკი

მეცნიერების შეფასებით დედამიწაზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოზე განსაკუთრებით მაღალი იქნება. ნოტერ დამის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების მიმართ მგრძნობელობის ინდექსის...

“ჩერნობილი” ყველაზე მაღალ-რეიტინგული სერიალია

10 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    IMDB-ს სატელევიზიო სერიალების რეიტინში ახლად გამოსულ “ჩერნობილს” 9.7 ქულით პირველი ადგილი უკავია. აღნიშნული მონაცემებით სერიალი “ჩერნობილის” რეიტინგი რიგით მომდენო სერიალის...

თურქეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მცირდება, რუსეთზე კი იზრდება

3 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ბოლო სამ წელიწადში გაიზარდა. ეკონომიკურ დამოკიდებულებას ამ შემთხვევაში ვზომავთ როგორც საქონლის ექსპორტიდან, ტურიზმიდან, ფულადი...