15:53 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლარის საბაზრო კურსი ამ მომენტისათვის
ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ორგანიზებულ სამიტზე ადამიანური კაპიტალის განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრა

სიახლეები

აშშ-ის საფონდო ბირჟების პრობლემები ჩინეთსაც გადაედო

 

აშშ-ის საფონდო ბირჟების შემდეგ ბოლო თვეების ერთ-ერთი ყველაზე მვკეთრი ვარდნა დაფიქსირდა ჩინეთის და სხვა აზიური ქვეყნების საფონდო ბირჟებზე. 

 

ჰონგ-კონგის ინდექსი Hang Seng  926 პუნქტით (3,54%) შემცირდა და 2017 წლის ივნისის შემდეგ თავისი მინიმალური ნიშნული დააფიქსირა. 5,22%-ით შემმცირდა შანხაის საფონდო ბირჟის კომპოზიტური ინდექსი.

 

უარყოფითი იმპულსი ჩინეთისა და აზიის ფინანსურმა ბაზარმა აშშ-სგან მიიღო. მოსალოდნელია, რომ ეს ტალღა ევროპის საფონდო ბირჟებსაც მიაღწევს. 

 

აშშ-ის საფონდო ინდექსების ვარდნას სხვა მიზეზებიც ჰქონდა, თუმცა ამაში მნიშვნელოვანი წილი მიუძღვის ინვესტორების განწყობასაც, რომლებიც ჩინეთ-ამერიკის სავაჭრო კონფლიქტის გამწვავებას პროგნოზირებენ. სწორედ ამიტომ გადაედო პრობლემები აზიურ ბაზარს ასე მკვეთრად და სწრაფად, მიიჩნევენ ექსპერტები. 

 

ჩინური სატელეკომუნიკაციო გიგანტის - Tencent-ის აქციები დღეს 6,77%-ით დაეცა, 10%-ით გაუფასურდა Meituan Dianping-ის აქციებიდა ა.შ. მოსალოდნელია, რომ საფონდო ინდექსები პოზიციების დაბრუნებას ხვალინდელი სესიიდან დაიწყებს.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ანალიზი და რეკომენდაციები
  • სსე-ს დავით თვალაბეიშვილი უხელმძღვანელებს
  • საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ასტანას ფინანსური სერვისების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 8 - 14 ოქტომბერი, 2018

• 2017 წელს საშუალო ნომინალური ხელფასი 6.3%-ით გაიზარდა. • 2017 წელს არასახელმწიფო სექტორის საშუალო ხელფასები 990.9 ლარიდან 1077.1 ლარამდე გაიზარდა. • სექტემბერში სახელმწიფო ობლიგაციებზე...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 8 - 13 ოქტომბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0,95%-ით, ხოლო ევროსთან 1,56%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.