15:25 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
Forbes-მა მსოფლიოს საუკეთესო დამქირავებლის სტატუსი კვლავ Google-ს მიანიჭა
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი რეგულაციებზე: ეს აუცილებელია ქვეყნის საფინანსო სექტორის მზარდი, მდგრადი განვითარებისთვის

სიახლეები

მზია გიორგობიანი: „2019 წლისთვის სამინისტროს ბიუჯეტი მილიარდ ცხრაას სამოცდახუთი მილიონი ლარი იქნება“

 

წლევანდელ წელთან შედარებთ 150 მილიონი ლარით არის გაზრდილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წარდგენილი პირველადი პროექტის მიხედვით და ის მილიარდ ცხრაას სამოცდახუთ მილიონ ლარს შეადგენს, - ამის შესახებ ისაუბრა დღეს პარლამენტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა.

 

მისი განცხადებით, ამ თანხის 70% განსაზღვრულია გზების მშენებლობისათვის - ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობისათვის მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 44%-ია გათვალსიწინებული, ხოლო 26% მოხმარდება სხვა საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, რაც მეორადი გზებისა და შიდა გზების მოწყობას ითვალისწინებს.

 

„დარჩენილი 30%-იდან დაახლოებით 11% ეს არის წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესებისათვის, რომელიც წლევანდელ დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში დაახლოებით 2%-ით იზრდება, გარდა ამისა რეგიონული განვითარების თვალსაზრისით სხვადასხვა პროექტების განხორციელება იგეგმება სხვადასხვა რეგიონში, რომელიც გულისხმობს როგორც წყლმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას, ასევე ადგილზე კულტურულ-ტურისტული ადგილების მოწყობას თუ სარეაბილიტაციო სამუშაოებს“, - აღნიშნა მზია გიორგობიანმა.

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემა ასევე აღნიშნა, რომ სამინისტრო სხვადასხვა რეგიონის პროგრამული განვითარების მიმართულებით მუშაობს, რაც ადგილზე დამატებითი შემოსავლის მოტანის მიზნით, ეკონომიკურ სარგებელზე გათვლილი პროექტების განხორციელებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ანალიზი და რეკომენდაციები
  • სსე-ს დავით თვალაბეიშვილი უხელმძღვანელებს
  • საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ასტანას ფინანსური სერვისების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კვირის ეკონომიკური მონიტორი 8 - 14 ოქტომბერი, 2018

• 2017 წელს საშუალო ნომინალური ხელფასი 6.3%-ით გაიზარდა. • 2017 წელს არასახელმწიფო სექტორის საშუალო ხელფასები 990.9 ლარიდან 1077.1 ლარამდე გაიზარდა. • სექტემბერში სახელმწიფო ობლიგაციებზე...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 8 - 13 ოქტომბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 0,95%-ით, ხოლო ევროსთან 1,56%-ით. მიმდინარე კვირაში ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონზე ინტერვენცია არ განუხორციელებია.