სიახლეები
ივანე მაჭავარიანი სსფ-ის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსს შეხვდა
საგადასახადო ადმინისტრირების, სახელმწიფო ინვესტიციების, ფისკალური რისკების მართვისა და ფინანსთა სამინისტროსთვის ტექნიკური დახმარების საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა, ვიტორ გასპარმა.
შეხვედრა ინდონეზიაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში შედგა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის” (EFF) პროგრამის მიმდინარეობაზე, მიმდინარე და 2019 წლის მაკროეკონომიკურ მაჩვენებელებზე.
მხარეებმა მიმოიხილეს მთავრობის სტრუქტურული რეფორმების პაკეტი, რომელშიც ძირითადი აქცენტი კეთდება განათლების, ინფრასტრუქტურისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისთვის საჭირო ღონისძიებებზე.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ფისკალური რეფორმების განხორციელების პროცესში.
მსგავსი სიახლეები

21 თებ 2019ეკონომიკა
თიბისი ბანკის აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე დღის განმავლობაში 9,46%-ით გაიზარდა

21 თებ 2019ეკონომიკა
რეალურად, რაში ედებათ ბრალი თიბისი ბანკის მესვეურებს - სებ-ის განმარტება

21 თებ 2019ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა
თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა
- 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
- ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
- მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან
კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018
• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...
სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )
კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.