05:27 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
თამარ ჩუგოშვილი: „არავის უნდა, რომ რუსეთი გავიდეს ევროსაბჭოდან"
მზია გიორგობიანი: 2019 წლიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგება

სიახლეები

მაია ცქიტიშვილი: "ბევრი სოფლისთვის გაზის მიწოდება დაჩქარდება"

 

ქვეყნის რეგიონების გაზიფიცირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.

 

სამუშაო შეხვედრას, რომელსაც ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი უძღვებოდა, ყველა რეგიონის გუბერნატორი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი, ეკონომიკის, გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების, გაზის ტრანსპორტირების კომპანიისა და სემეკის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გუბერნატორებს, თვითმმართველობებსა და სხვადასხვა სამინისტროს შორის მაკოორდინირებელ როლს ასრულებს. დღევანდელი შეხვედრაც ამ ფორმატში გაიმართა.

 

„გაზის ტრანსპორტირების კომპანიისგან მივიღეთ ინფორმაცია სხვადასხვა ობიექტის არსებული სტატუსისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. გაირკვა, რომ ხშირ შემთხვევაში სამუშაო დასრულებულია, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით, არ ხდება გაზის მიწოდება, მაგალითად - ლიცენზირების საკითხი სემეკში ან ქონების გადაცემის საკითხი ეკონომიკის სამინისტროში გადის შესაბამის პროცედურებს. ჩვენი ჩართულობითა და ამ უწყებების კოორდინაციით მივაღწიეთ იმას, რომ ეს პროცესები და შესაბამისად, ბევრი სოფლისთვის გაზის მიწოდება დაჩქარდება“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, საუბარი შეეხო მელიორაციის საკითხებს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს, გუბერნატორებს ამ მიმართულებით, რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა მსოფლიოში

29 ივნ 2020კვირის გრაფიკი

  კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ ათ მილიონს გადააჭარბა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცმებით 28 ივნისის ჩათვლით მსოფლიოში დაფიქსირებულია კორონავირუსის 10,111,259...

კორონავირუსი და მშპ-ს რეალური ზრდა

22 ივნ 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოშირეალური მშპ  პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.7%-ით შემცირდა. აღნიშნული კლება აღემატება ევროპის საშუალო კლებას (-2.2%). რეალური მშპ-ს...

კორონავირუსის ზეგავლენა საქართველოს ბიუჯეტზე

15 ივნ 2020კვირის გრაფიკი

      2020 წლის აპრილის თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები შემცირდა 13%-ით. საგადასახადო შემოსავლების კლება ნაწილობრივ...

პოპულარული