17:14 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დილა მშვიდობის
IMF-ის პესიმისტური ანგარიშის შემდეგ მსოფლიოს საფონდო ბირჟები ჩამოიშალა

სიახლეები

პეტრო პოროშენკომ სამხედროებს ნება დართო, რუსეთს საპასუხო ცეცხლი ყველა ტიპის შეიარაღებიდან გაუხსნან

 

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრ პოროშენკომ დონბასში დისლოცირებულ უკრაინის გაერთიანებული ძალების (ООС) ხელმძღვანელებს მისცა ბრძანება, რუსეთის მხრიდან ცეცხლის გახსნას საპასუხო ცეცხლით უპასუხონ და ამისთვის მათ ხელთ არსებული ყველა ტიპის შეიარაღება გამოიყენონ. 

 

ამ საკითხზე უკრაინის ლიდერმა ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაურებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

 

"ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი სცენარისთვის - როგორც თავდაცვისთვის, ისე ეფექტური კონტრშეტევისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა. 

 

"ნებას გრთავთ და გიბრძანებთ, გამოყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა შესაბამისი ძალა და საშუალება, რათა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე", - მიმართა სამხედროებს უკრაინის პრეზიდენტმა. 

 

პოროშენკოს თქმით, მათი მთავარი ამოცანაა, რომ არ დათმონ "უკრაინული მიწის არც-ერთი გოჯი". 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.