01:15 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ქარიშხალმა "მაიკლმა" ფლორიდაში სამხედრო ბაზა დაანგრია
საფონდო ინდექსების ვარდნამ დოლარის კურსის შემცირება გამოიწვია

სიახლეები

Singapore Airlines-ის ლაინერმა ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პირდაპირი სამარშრუტო ფრენა განახორციელა

 

ლაინერმა Airbus A350-900ULR, რომელიც Singapore Airlines-ს ეკუთვნის,  გუშინ სინგაპური-ნიუ-იორკის ისტორიული რეისი განახორციელა. 

 

საქმე იმაშია, რომ  ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი პირდაპირი სამარშრუტო ფრენა მსოფლიო ისტორიაში. ტელეარხ CNBC-ის ინფორმაციით,  თვითმფრინავმა სულ 16,7 ათასი კილომეტრი იფრინა, რისთვისაც მას 18 საათი და 50 წუთი დასჭირდა.  

 

ლაინერში  67 ბიზნეს-კლასისა და 94 პრემიუმ-კლასის ადგილია, ეკონომ-კლასის განყოფილება Airbus A350-900ULR-ს არ აქვს. მას 24 ტონა საწვავის გადატანა შეუძლია.  

 

ავიაკომპანიას სულ 7 ასეთი თვითმფრინავი ჰყავს. ყველა მათგანი რეგულარულ მარშრუტებზე იფრენს. 

 

აქამდე რეგულარული ფრენების მაქსიმალური მანძილის რეკორდი Qatar Airways-ს ეკუთვნოდა. მათი ლაინერი დოჰასა და ოკლენდს შორის დაფრინავს და ამ პირდაპირი ფრენისთვის 18 საათი სჭირდება. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რატომ გვჭირდება ბანკები?

18 მარ 2019კვირის გრაფიკი

      ბანკები უმნიშვნელოვანეს დადებით როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ბანკებში შესაძლებელია დანაზოგის უსაფრთხოდ შენახვა და, ამავე დროს, სარგებლის მიღება, უსაფრთხოდ და...

ავტოკატასტროფებში დაღუპულთა ზრდით საქართველო მსოფლიოში პირველია

11 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველო საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდით (2006-2016 წლებში) მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოში საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობამ 2006-2016...

სად გადის საქართველოდან საექსპორტო საქონელი?

4 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან  3.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 1995 წლის ექსპორტის მონაცემებს 22-ჯერ აღემატება. სამი...