01:20 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გიორგი ქობულიამ შვედეთის ელჩთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები განიხილა
საღამოს საკითხავი

სიახლეები

ნათია თურნავა: ენერგოეფექტურობის პროგრამის განხორციელებით წარმოქმნილი დანაზოგი საქართველოში ენერგომოხმარებას გაცილებით ეფექტურს გახდის

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ მისასალმებელი მოხსენებით მიმართა სამუშაო ჯგუფის მონაწილეებს, რომლებმაც ენერგოეფექტურობის შესახებ კანონპროექტი და ენერგოეფექტურობის სტრატეგია განიხილეს. აღნიშნული პროექტი, რომელიც ევროპელ კონსულტანტებთან ერთად მომზადდა, საქართველოს პარლამენტში განსახილველად მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა წარედგინოს.

 

თავის მისალმებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს საქართველოს ენერგეტიკის განვითარებაზე. მისი თქმით, ინდუსტრიასა თუ საყოფაცხოვრებო მეურნეობაში ენერგოეფექტურობის პროგრამის განხორციელებით წარმოქმნილი დანაზოგი საქართველოში ენერგომოხმარებას გაცილებით ეფექტურს გახდის. 

 

ნათია თურნავას განცხადებით, ეს ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, ახალი გენერაციის ობიექტების დაჩქარებულად მწყობრში შესვლის პარალელურად, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვით დიდ დანაზოგებს მივაღწევთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. „ჩვენ ვფიქრობთ ენერგოეფექტურობის ასახვა ენერგეტიკის განვითარების ზოგად სტრატეგიაში, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის ენერგეტიკის პერსპექტივებს უკეთესობისკენ“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. 

 

კანონპროექტი ენერგოეფექტურობის შესახებ და თანმდევი ნორმატიული აქტები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში მომზადდა. ეს საშუალებას მისცემს საქართველოს განახორციელოს ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებები, შეასრულოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით და ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანებით აღებული ვალდებულებები. 

 

სამუშაო შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის „საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის შემუშავებაში“ ფარგლებში გაიმართა. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რატომ გვჭირდება ბანკები?

18 მარ 2019კვირის გრაფიკი

      ბანკები უმნიშვნელოვანეს დადებით როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ბანკებში შესაძლებელია დანაზოგის უსაფრთხოდ შენახვა და, ამავე დროს, სარგებლის მიღება, უსაფრთხოდ და...

ავტოკატასტროფებში დაღუპულთა ზრდით საქართველო მსოფლიოში პირველია

11 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველო საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდით (2006-2016 წლებში) მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოში საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობამ 2006-2016...

სად გადის საქართველოდან საექსპორტო საქონელი?

4 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან  3.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 1995 წლის ექსპორტის მონაცემებს 22-ჯერ აღემატება. სამი...