06:11 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ევროკავშირმა Brexit-ის გარდამავალი პერიოდი 1 წლით გაახანგრძლივა
ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

სიახლეები

Huawei-მ უახლესი ფლაგმანები Mate 20 და Mate 20 Pro წარადგინა

 

ჩინურმა კომპანია Huawei-მ ლონდონში გამართულ სპეციალურ ღონისძიებაზე ოფიციალურად წარადგინა თავისი უახლესი ფლაგმანური სმარტფონები - Mate 20 და Mate 20 Pro, რომლებიც, შემქმნელების აზრით, უახლეს iPhone-ებზე ინოვაციურია. 

 

სმარტფონები საფiრმო პროცესორზე Kirin 980-ზე მუშაობს, ოპერაციული სისტემა Android 9.0 Pie-ს ბაზაზე, EMUI 9.0-ის გაფორმებით. 

 

Huawei Mate 20 Pro-ს 6,3 დუიმიანი Oled-ეკრანი აქვს, რომლის გაფართოებაც 1440*3120 პიქსელს აღწევს. Mate 20-ის ეკრანი 6,53 დუიმია და მისი გაფართოება 1080*2244 პიქსელია. 

 

Mate 20 Pro -ს შემთხვევაში თითის ანაბეჭდის სენსორი ეკრანშია ჩაშენებული, Mate 20-ს კი ანალოგიური სენსორი უკანა პანელზე აქვს. ორივე სმარტფონი სახის ამოცნობის 3D სისტემითაა აღჭურვილი. 

 

ოპერატიული მეხსიერება  Mate 20-ის შემთხვევაში 4 ან 6 გიგაბაიტია, Pro ვერსიის შემთხვევაში - 6 ან 8. ორივე სმარტფონის შიდა მეხსიერება 128 გიგაბაიტია, თუმცა დიდი რაოდენობით ინფორმაციის შენახვის მოყვარულებს ტელეფონებში nanoSD-ს დამატება შეუძლიათ. 

 

ორივე ტელეფონს სამმაგი ძირითადი კამერა აქვს. Mate 20-ის კამერა 12, 16 და 8 მეგაპიქსელიანი მოდულებისგან შედგება. Mate 20 Pro-ს ძრითადი მოდული კი 40 მეგაპიქსელიანია და Huawei-ში ამბობენ, რომ ეს მსოფლიოში საუკეთესო კამერაა. 

 

ფრონტალური კამერა ორივე სმარტფონს 24 მეგაპიქსელიანი აქვს. ტელეფონები აღჭურვილია სწრაფი დამუხტვის ფუნქციით და 0-დან 70%-მდე დასამუხტად მათ მხოლოდ 30 წუთი სჭირდება. Mate 20 (საბაზისო კომპლექტაციით) 799 ევრო ღირს, ხოლო Mate 20 Pro - 849 ევრო. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა მსოფლიოში

29 ივნ 2020კვირის გრაფიკი

  კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ ათ მილიონს გადააჭარბა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცმებით 28 ივნისის ჩათვლით მსოფლიოში დაფიქსირებულია კორონავირუსის 10,111,259...

კორონავირუსი და მშპ-ს რეალური ზრდა

22 ივნ 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოშირეალური მშპ  პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.7%-ით შემცირდა. აღნიშნული კლება აღემატება ევროპის საშუალო კლებას (-2.2%). რეალური მშპ-ს...

კორონავირუსის ზეგავლენა საქართველოს ბიუჯეტზე

15 ივნ 2020კვირის გრაფიკი

      2020 წლის აპრილის თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები შემცირდა 13%-ით. საგადასახადო შემოსავლების კლება ნაწილობრივ...

პოპულარული