01:06 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ტრამპი ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს ფინანსური დახმარების შეწყვეტით დაემუქრა
23-26 ოქტომბერს საქართველოში პირველად მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმი Welcome Challenge გაიმართება

სიახლეები

პოლონეთი თხევად ბუნებრივ გაზს რუსეთის ნაცვლად აშშ-სგან შეიძენს

 

პოლონურმა ენერგეტიკულმა კომპანია PGNiG-იმ  და ამერიკულმა კომპანია Venture Global LNG-იმ ხელი მოაწერეს 20 წლიან კონტრაქტს, რომელიც ყოველწლიურად 2 მილიონი ტონა თხევადი გაზის აშშ-დან პოლონეთში ექსპორტს ითვალისწინებს. 

 

პოლონეთის ენერგეტიკული ბაზრის მთავარი მოთამაშე კიდევ ერთი მსგავსი  კონტრაქტის გაფორმებას მეორე ამერიკულ კომპანიასთნ - Venture Sempra Energy-სთანაც გეგმავს. 

 

პოლონეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს შესანიშნავი სიახლეა, რადგან პოლონეთი ბუნებრივ გაზს აშშ-სგან 30%-ით უფრო იაფად იყიდის, ვიდრე ახლა რუსეთისგან მისი შესყიდვა უჯდება. 

 

"გაზპრომთან" დადებულ ანალოგიურ კონტრაქტს კი ქვეყანა 2022 წლის შემდეგ "უბრალოდ აღარ გააგრძელებს".  

 

გარდა ამისა, პოლონეთის ენერგეტიკის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ეს რესურსების დივერსიფიკაციისკენ გადადგმული შესანიშნავი ნაბიჯია. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რატომ გვჭირდება ბანკები?

18 მარ 2019კვირის გრაფიკი

      ბანკები უმნიშვნელოვანეს დადებით როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ბანკებში შესაძლებელია დანაზოგის უსაფრთხოდ შენახვა და, ამავე დროს, სარგებლის მიღება, უსაფრთხოდ და...

ავტოკატასტროფებში დაღუპულთა ზრდით საქართველო მსოფლიოში პირველია

11 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველო საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდით (2006-2016 წლებში) მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოში საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობამ 2006-2016...

სად გადის საქართველოდან საექსპორტო საქონელი?

4 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან  3.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 1995 წლის ექსპორტის მონაცემებს 22-ჯერ აღემატება. სამი...