05:43 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
კობა გვენეტაძე: კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია განვითარებაზე ორიენტირებული მარეგულირებელი გარემოს შექმნა
ჟურნალისტის მკვლელობის გამო ევროკავშირი საუდის არაბეთში იარაღის ექსპორტს წყვეტს

სიახლეები

კომპანია HTC-მ პირველი ბლოკჩეინ სმარტფონი წარადგინა

 

კომპანია HTC-მ, რომელიც გაკოტრებისა და სმარტფონების ბაზრიდან გაქრობის საფრთხის წინაშეა,  პირველი ბლოკჩეინ სმარტოფი Exodus 1 წარადგინა. 

 

სააგენტო The Verge-ს ინფრმაციით, Exodus 1-ს 6 დუიმიანი QUAD HD+ ეკრანი აქვს. ის ფლაგმანური პროცესორით - Qualcomm Snapdragon 845-ით არის აღჭურვილი და მისი ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 6 გიგაბაიტია, შიდა მეხსიერება - 128 გიგაბაიტი. 

 

სმარტფონის ძირითადი კამერა 2 მოდულიანია - 16 და 12 მეგაპიქსელიანები, ფრონტალური კამერა 1 მოდულიანია - 8 მეგაპიქსელი. ელემენტის მოცულობა არის 3500 mAh. 

 

Exodus 1 დაცვის მაღალი სტანდარტით - IP68-ით არის დაცული და ის Android Oreo-ზე მუშაობს.  

 

რაც შეეხება სმარტფონის კავშირს ბლოკჩეინ ტექნოლოგიებთან: კომპანია HTC გეგმავს, რომ საკუთარი ბლოკჩეინ პლატფორმა შექმნას, რომელშიც ეს სმარტფონები ერთგვარი კვანძების როლს შეასრულებენ და მათ ტრანზაქციების დროს მნიშვნელოვანი პრივილეგიები ექნებათ.  

 

გარდა ამისა, სმარტფონს აქვს ჩაშენებული კრიპტოყულაბა, რომელიც OC Android-ისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს. Exodus 1-ის ყიდვა მხოლოდ კრიპტოვალუტებით შეიძლება, თუმცა, დოლარში დაანგარიშებით, მისი ფასი 1000 დოლარიან ნიშნულთან მერყეობს. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა მსოფლიოში

29 ივნ 2020კვირის გრაფიკი

  კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ ათ მილიონს გადააჭარბა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცმებით 28 ივნისის ჩათვლით მსოფლიოში დაფიქსირებულია კორონავირუსის 10,111,259...

კორონავირუსი და მშპ-ს რეალური ზრდა

22 ივნ 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოშირეალური მშპ  პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.7%-ით შემცირდა. აღნიშნული კლება აღემატება ევროპის საშუალო კლებას (-2.2%). რეალური მშპ-ს...

კორონავირუსის ზეგავლენა საქართველოს ბიუჯეტზე

15 ივნ 2020კვირის გრაფიკი

      2020 წლის აპრილის თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები შემცირდა 13%-ით. საგადასახადო შემოსავლების კლება ნაწილობრივ...

პოპულარული