18:23 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლინას ლინკევიჩიუსი: ლიეტუვა საქრთველოს მხარდაჭერას გპირდებათ
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი იტალიის ელჩს შეხვდა

სიახლეები

ნავთობკომპანია "ExxonMobil"-ი საქართველოს ნახშირწყალბადების რესურსების შესწავლას დაიწყებს

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსა და კომპანია „ExxonMobil“-ს შორის გეოლოგიური და გეოფიზიკური მასალების შესწავლის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია დაესწრო.

 

ხელშეკრულების ფარგლებში კომპანია დასავლეთ საქართველოს ნახშირწყალბადების პოტენციალის შეფასებას განახორციელებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სააგენტოს მიერ გადაცემული გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების  შესწავლის დასრულების შედეგად „ExxonMobil“-ი მოამზადებს ანგარიშს და ინტეგრირებულ მონაცემთა ბაზას, რომლებსაც  სახელმწიფოს გადასცემს. 

 

„მარტო ის ფაქტი, რომ ისეთი დიდი კომპანია, მსოფლიო ლიდერი, როგორიც „ExxonMobil“-ა,“ დაინტერესდა საქართველოში ნავთობის პოტენციალით, უკვე ძალიან ბევრზე მეტყველებს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა,  გაზისა და ნავთობის რესურსები ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ გამოვიყენოთ“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

 

კომპანიის წარმომადგენლის, ჯონათან უილსონის განცხადებით, ისინი მოხარულები არიან საქართველოს მხარესთან თანამშრომლობით და იმის შესაძლებლობით, რომ გამოიყენონ გამოცდილება საქართველოს ნახშირწყალბადების პოტენციალის შესასწავლად. 

 

„ExxonMobil-ის სახელით მინდა მოგახსენოთ, რომ მოხარულები ვართ აქ ყოფნით და იმით, რომ ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის ხელშეკრულებას. ათწლეულზე მეტია, რაც შავ ზღვასა და ახლომდებარე რეგიონებში ვმუშაობთ და მზად ვართ, ჩვენი ცოდნა და გამოცდილება საქართველოს პოტენციალის შესაფასებლად გამოვიყენოთ. ვიმედოვნებთ, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან. ასევე ძალიან სასიამოვნოა, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ამ ულამაზეს ქალაქში, თბილისში მოხდა“ - აღნიშნა ჯონათან უილსონმა.

 

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის, გიორგი ტატიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია  მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანია „ExxonMobil"-თან თანამშრომლობა. „ამ ხელშეკრულების საფუძველზე, სააგენტოს მიერ გადაცემული მასალების შესწავლის შედეგად „ExxonMobil“-ი მოამზადებს და სააგენტოს გადასცემს ანგარიშს დასავლეთ საქართველოს ნახშირწყალბადების პოტენციალის თაობაზე. ეს ანგარიში გამოყენებული იქნება შემდგომი სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, რამაც საბოლოოდ უნდა მიგვიყვანოს ნავთობისა და გაზის დაგროვებების ახალ აღმოჩენამდე“ - განაცხადა ტატიშვილმა

 

მისივე ინფორმაციით, „ExxonMobil“-ი ასევე განახორციელებს სააგენტოს თანამშრომლების გადამზადებას მონაცემთა ბაზით სარგებლობასა და სტრატიგრაფიულ ანალიზში.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.