18:22 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ტრამპი და პუტინი ერთმანეთს 11 ნოემბერს შეხვდებიან
ლარის საბაზრო კურსი ამ მომენტისათვის

სიახლეები

გიორგი ქობულია ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმის Welcome Challenge-ის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა

 

„ტურიზმი საქართველოში ერთ-ერთი კი არა, ალბათ ჩვენი ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორია. საქართველო ტურისტული ქვეყანაა და დღესდღეობით,   საქართველოს ეკონომიკას რომ შევხედოთ, ტურიზმი ყველაზე დიდ საექსპორტო სექტორს წარმოადგენს, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება და მნიშვნელოვანი გახდება ჩვენი ქვეყნისთვის“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმის, Welcome Challenge-ის გახსნაზე, რომელიც თბილისში იმართება. როგორც მინისტრმა ღონისძიებაზე გამოსვლაში აღნიშნა, ამ მასშტაბის ფორუმების საქართველოში გამართვა ძალიან მნიშვნელოვანი და საპატიოა. 

 

მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმი Welcome Challenge საქართველოში პირველად, პროექტ  Check in Georgia-ს ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება. ღონისძიების მიზანია ინოვაციებით გამორჩეული სტარტაპებისთვის შეიქმნას საერთაშორისო ფორუმი, სადაც მასშტაბური პროექტები გამოვლინდება.

 

ღონისძიების პარტნიორია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია, ფორუმი თბილისში რამდენიმე დღის განმავლობაში იმუშავებს. ფორუმის მთავარი სპიკერი Expedia-ს დამფუძნებელი, Virgin Group-ის მეწილე, აშშ-ს სატელევიზიო ვარსკვლავი და მწერალი რიჩარდ ბანგსია. სპიკერებს შორის არიან: „National Geographic Traveler”-ის დამფუძნებელი დაუნ დრიუ, რომელიც გამოცემის მთავარი რედაქტორი იყო, ასევე Booking.com-ის  TripAdvisor-ის მენეჯერები. ამასთან, ღონისძიებას დაესწრებიან  ასობით მილიონი პორტფოლიოს მქონე ამერიკელი, იაპონელი და ევროპელი გამოცდილი  ინვესტორები, ფონდების წარმომადგენლები და  იურისტები.  

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს საქართველოს ტურისტულ სექტორში არსებული მდგომარეობა და მთავარი გამოწვევები გააცნო. როგორც გიორგი ქობულიამ გამოსვლაში აღნიშნა, ტურისტული ნაკადი, რომელიც საქართველოში ყოველწლიურად შემოდის, 2-ჯერ აღემატება ჩვენი მოსახლეობის რაოდენობას. „ამიტომ  ჩვენ გვექმნება მთელი რიგი გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია ტურისტების ნაკადების მომსახურებასა და მომსახურების ხარისხთან. ჩვენ ვგეგმავთ და ვფიქრობთ ძალიან დიდ პროგრამაზე, რომლითაც რადიკალურად უნდა გავზარდოთ ტურისტთა მომსახურების ხარისხი. ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით დღევანდელი ფორუმი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან ჩვენ  ახალი მიდგომები, ინოვაციები გვჭირდება“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ. 

 

ამასთან, როგორც ეკონომიკისა და განვითარების მინიტრმა აღნიშნა, ფორუმი არ არის მხოლოდ საქართველოზე გათვლილი, მაგრამ ჩვენი დიდი ინტერესია, რომ ის იდეები და დისკუსიები, რომლებიც ფორუმის ფარგლებში წარიმართება, საქართველოსაც გამოადგეს.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.