11:59 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
აშშ-ის საფონდო ბირჟებზე 2011 წლის შემდეგ ყველაზე რადიკალური ვარდნა დაფიქსირდა
ლარის საბაზრო კურსი ამ მომენტისათვის

სიახლეები

ზეთისხილის მოსავალი – პროექტი, რომლის განხორციელებაც 5 მილიონი ლარი დაჯდა

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში, კომპანიაში „ქართული ზეთისხილი" ზეთისხილის მოსავლის აღების და გადამუშავების საწარმოო პროცესს გაეცნო.

 

საქობოში ზეთისხილის პლანტაციები 300 ჰექტარ ფართობზე 7 წლის წინ გაშენდა, ზეთისხილის გადამმუშავებელი ქარხანა კი, 2016 წელს, ჰოლანდიურ–თურქული ინვესტიციით და „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამმუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების“ პროექტით შეიქმნა.

 

„ბოლო 5-6 წლის განმავლობაში, ათეულობით წარმატებული საწარმო შეიქმნა სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში. ჩვენ ახლა სწორედ ასეთ საწარმოში ვიმყოფებით, სადაც ღირებულებათა ჯაჭვის უწყვეტი ციკლი მიმდინარეობს. იწარმოება როგორც ზეთისხილის პირველადი პროდუქცია, ასევე, ხდება ზეთისხილის გადამუშავება, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზრებზე“, - განაცხადა იური ნოზაძემ. 

 

პროექტი, რომლის საერთო საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 5 მილიონი ლარია, ბიზნესმენმა გიორგი სვანიძემ განახორციელა. 

 

ზეთისხილის საწარმო თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც უმაღლესი ხარისხის კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა.
ცივი გამოხდის მეთოდით მიღებული ზეითუნის ზეთი და საპონი - კომპანიის ძირითად პროდუქციას წარმოადგენს, რომელიც წარმოდგენილია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე.

 

ზეთისხილის რთველში ადგილობრივი თვითმმართველობისა და საქართველოში თურქეთის საელჩოს წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი

28 სექ 2020კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში 6-ჯერ გაიზრდება. ჩვენი პროგნოზის მიხედვით 27 ოქტომბერს საქართველოში...

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

21 სექ 2020კვირის გრაფიკი

       1GB მობილური ინტერნეტის ღირებულებით საქართველო ევროპაში ბოლოდან მერვე ადგილზეა. Cable.co.uk-ის მონაცემებით საქართველოში 1GB მობილური ინტერნეტის საშუალო ღირებულება შეადგენს $0.93, რაც...

განათლება ხარისხი ევროპაში

14 სექ 2020კვირის გრაფიკი

            განათლების საერთო ხარისხით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეოთხე ადგილზე იმყოფება. OWID-ის მონაცემებით საქართველოში განათლების ხარისხის ინდექსი 459.7-ს შეადგენს, რაც 10.5%-ით...