01:05 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ხვალ
2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შეფასება

სიახლეები

ჩინურმა კომპანიამ ადამიანის გენეტიკური მასალის შენახვა კოსმოსურ ბანკებში დაიწყო

 

ჩინური კომპანია Shainghai ManWei Technology გახდა მსოფლიოში პირველი კომპანია, რომელმაც ორბიტაზე გენების ბანკი გაიყვანა. გენეტიკური მასალის საცავი DSB-01 ტაიიუანის კოსმოდრომიდან გაუშვეს, ჩრდილოეთ ჩინეთიდან.

 

ინფორმაცია ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა. კომპანიის განცხადებით, ჩინეთის 8 მოქალაქის გენეტიკური მასალა  კოსმოსში ათას წელზე მეტხანს შეინახება. 

 

მასალა განთავსებულია სპეციალურ კონტეინერში და ის დაცულია კოსმოსური რადიაციისგან და სხვა დამაზიანებელი ფაქტორებისგან. Shainghai ManWei Technology -ში მიაჩნიათ, რომ მომდევნო 400 წლის განმავლობაში დედამიწა თავის რესურსს ამოწურავს და ის "სიცოცხლისთვის ვარგისი" აღარ იქნება. 

 

"ვვარაუდობთ, რომ სხვა პლანეტებზე ახალი ცივილიზაცია ამ მასალისგან შეიქმნება", - განაცხადეს მისმა მესვეურებმა ტელევიზიაში.  

 

უახლოეს მომავალში Shainghai ManWei Technology  კვლავ გეგმავს მსგავსი პროექტების განხორციელებას და  კოსმოსურ ბანკებში მილიონობით ადამიანის გენეტიკული მასალის შენახვას აპირებს.  

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რატომ გვჭირდება ბანკები?

18 მარ 2019კვირის გრაფიკი

      ბანკები უმნიშვნელოვანეს დადებით როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ბანკებში შესაძლებელია დანაზოგის უსაფრთხოდ შენახვა და, ამავე დროს, სარგებლის მიღება, უსაფრთხოდ და...

ავტოკატასტროფებში დაღუპულთა ზრდით საქართველო მსოფლიოში პირველია

11 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველო საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდით (2006-2016 წლებში) მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოში საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობამ 2006-2016...

სად გადის საქართველოდან საექსპორტო საქონელი?

4 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან  3.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 1995 წლის ექსპორტის მონაცემებს 22-ჯერ აღემატება. სამი...