17:15 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დღეს
დილა მშვიდობის

სიახლეები

საფეხბურთო კლუბ "რეალ მადრიდს" ახალი მთავარი მწვრთვნელი ჰყავს

 

მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვან საფეხბურთო კლუბ, "რეალ მადრიდს", რომელმაც ზედიზედ სამჯერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის თასის დაუფლება, ახალი მთავარი მწვრთვნელი ჰყავს.

 

ნაჩვენები ცუდი შედეგების გამო კლუბის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა დაკავებული თანამდებობიდან ჟულიენ ლოპეტეგი გაანთავისუფლა.

 

რეალის ტიფოზების მოთმინების ფიალა ბოლომდე კვირას გამართული "ელ კლასიკოს" შემდეგ აივსო, როდესაც მსოფლიოს მთავარ საფეხბურთო დერბიში მადრიდული გრანდი კატალონიის ბარსელონასთან 5:1 განადგურდა. საერთო ჯამში კი, რეალს ასეთი ცუდი სტარტი დიდი ხანია არ ჰქონია – ესპანეთის ჩემპიონატში გუნდი 10 ტურის შემდეგ მე–9 ადგილს იკავებს 4 მოგებით, 2 ფრითა და 4 წაგებით და ლიდერს უკვე 7 ქულით ჩამორჩება.

 

"მადრიდის რეალს" დღეიდან კლუბის ყოფილი ფეხბურთელი სანტიაგო სოლარი გაწვრთვნის. ის რეალის სუპერვარსკვლავებთან პირველ ვარჯიშს სწორედ დღეს ჩაატარებს.

 

ვარაუდობენ, რომ სოლარი რეალის მწვრთვნელად დროებით დაინიშნა – იქამდე, სანამ კლუბი რომელიმე ტიტულოვან სპეციალისტთან მოახერხებს შეთანხმებას.

 

შესაბამისად, როგორც მედიაში აღნიშნავენ, სოლარი გუნდს „მელილასთან“, „ვალიადოლიდთან“, „ვიქტორია პლზენთან“ და „სელტასთან“ მატჩში უთავკაცებს.


"დავრჩები თუ არა დიდი ხნით? ამ პროფესიაში ყველანი დროებით ვართ", – განაცხადა სანტიაგო სოლარიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

სოლარის მწვრთვნელობის დიდი გამოცდილება არ აქვს და ის აქამდე მოკრძალებული საფეხბურთო კლუბის, "კასტილიას" დამრიგებელი იყო.


"რეალ მადრიდს" პრობლემები მიმდინარე სეზონში შეექმნა, როდესაც გუნდი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა, კრისტიანო რონალდუმ და მთავარმა მწვრთვნელმა, ზინედინ ზიდანმა დატოვეს.

 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.