17:32 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ლარი გაუფასურებას განაგრძობს
საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 72,7 მლნ. ლარი შეადგინა

სიახლეები

რუსეთმა უკრაინას ეკონომიკური სანქციები დაუწესა

 

 

რუსეთის ფედერაციაში თითქმის დაასრულეს მუშაობა ღონისძებათა პროექტზე, რომელიც უკრაინელი ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, უკრაინის „არამეგობრული მოქმედებების“ გამო. 

 

უკვე ცნობილია, რომ სანქციათა პაკეტში 360-ზე მეტი ფიზიკური და მინიმუმ 50 იურიდიული პირი მოხვდება. მალე დოკუმენტი  მთავრობის მეთაურს გადაეცემა ხელის მოსაწერად, შემდეგ კი ის საჯარო გახდება.

 

რუსეთის მთავრობაში ამბობენ, რომ დოკუმენტის ტექსტში უკრაინელები „მრავალ საინტერესო და აქამდე უცნობ ფაქტს“ აღმოაჩენენ, მათი მთავრობის კორუფციული საქმიანობის შესახებ.

 

ჯერჯერობით, კანონი კონკრეტულ მოქმედებებსა და ზომებს არ შეიცავს. სამთავრობო სტრუქტურებს ამ ზომების შემუშავება თავად მოუწევთ, თუმცა ისინი გამოვლენ იმ განსაზღვრებიდან, რომ სანქციები უნდა იყოს "ეკონომიკური".  

 

დიდი ალბათობით, ამ პირებს რუსეთში ეკონომიკური საქმიანობა შეეზღუდებათ და გაეყინებათ აქტივები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აქვთ განთავსებული.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.